x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გველის თვალებით შეგიძლიათ გაიგოთ, შხამიანია ის, თუ არა – საინტერესო ფაქტები გველების შესახებ

ჩვენში, გველების მოყვარული, ცოტა თუ არის. ადამიანების უმეტესობა, გველებს საშიშ არსებებად მიიჩნევს, ეშინიათ და მათზე ზიზღითაც კი საუბრობენ. დიახ, ისინი ყველაზე ლამაზი და საყვარელი არსებები არ არიან დედამიწაზე... და მათ შეუძლიათ, ადამიანის, ან ცხოველის მოკვლაც კი. ამიტომ, კარგი იქნება, რომ მათ შესახებ, უფრო მეტი რამ ვიცოდეთ, ვიდრე სასკოლო სახელმძღვანელოებშია მოცემული. აქ მოცემული მასალის შემდეგ, შესაძლოა, მათდამი დამოკიდებულებაც შეცვალოთ და თუ სადმე გადააწყდებით, უფრო მშვიდად შეხვდეთ შექმნილ სიტუაციას და საფრთხე არ შეუქმნათ, საკუთარ თავს და ირგვლივმყოფებს! მაგ., თუ გველს დაინახავთ, ვიდრე ადგილიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევით, მის თვალებს დააკვირდით. შეიძლება, თქვენს წინ, ერთი ჩვეულებრივი არსება იყოს, რომელიც თავის გზაზე მიდის ნურც თქვენ "გაიხეთქავთ გულს" და ნურც მას შეაშინებთ.


1. როგორ გავარჩიოთ თვალებით, შხამიანია, თუ არა გველი?image


გველის თვალებს მიხედვით, შეიძლება, იმის დადგენა, შხამიანია ის, თუ არა? გველებს, რომლებსაც შხამი არა აქვთ, უფრო ხშირად, მრგვალი გუგები აქვთ. ხოლო, შხამიან გველებს, როგორც წესი, — ჭრილის ფორმის, ან ელიფსური ფორმის გუგები აქვთ. თუმცა, მაინც არსებობს გამონაკლისები. ამიტომ, უმჯობესია, თუ მათთან ახლო კონტაქტს, თავს აარიდებთ.


2. გველების მხედველობაimage


გველებს კარგი მხედველობით არ გამოირჩევიან. მათ მოძრაობა აშინებთ და რეაგირებენ მასზე. გველების უმეტესობა, ფერებს ვერ აღიქვამს. ამიტომ, არ შეუძლიათ ადამიანის, ხისგან, ან ქვისგან გარჩევა, თუ ის გაუნძრევლად დგას.


3. მეტად უჩვეულო ენაimage


ენას გველები ორიენტირებისთვის იყენებენ. ისინი ენას გარეთ, მხოლოდ სხვების დასაშინებლად არ ყოფენ. გარდა ამისა, ენა მათ ნადირობაშიც ეხმარება. სუსტი მხედველობის და სმენის პირობებში, ფერომონები, რომელსაც გაორებული ენა გარემოდან იღებს და ე. წ. ჯეიკობსონის ორგანოს გადასცემს, მათ მიმართულების შეგრძნებას აძლევს.


4. აგრესიული? შხამიანი? სასიკვდილო? ნამდვილად არა!image


გველები აგრესიული ცხოველები არ არიან. ხშირად, მათი ქცევა, უბრალოდ, არასწორად არის განმარტებული. ისინი, უმიზეზოდ არავის ესხმიან თავს. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ სიცოცხლეს იცავენ და აგრესიას მხოლოდ მაშინ ავლენენ.



5. ორთავიანი გველების შესახებ...image


ბუნებაში ორთავიანი გველებიც არსებობენ, მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი არ არის. ასეთი ხანმოკლე სიცოცხლის მიზეზი კი ის არის, რომ თავები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და საკვებისთვის ჩხუბობენ. ისინი, სწორედ ასეთი თავდასხმების დროს ზიანდებიან და იღუპებიან.


6. სეზონურად იკვებებიანimage


მართალია, გველები ზამთარში არ იძინებენ, მაგრამ ცივ თვეებში, ბრუმაციის მდგომარეობაში გადადიან, ანუ მათი მეტაბოლიზმის შენელება ხდება. ისინი ზამთარში საკვებს არ იღებენ, ნაკლებად მოძრაობენ და ენერგიას ზოგავენ.


7. ყველაზე ჭკვიანი გველებს შორისimage


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სამეფო კობრა — ყველაზე ჭკვიანი გველია. მათ ოჯახის ძლიერი გრძნობა აქვთ და ეს გველის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ბუდეებს აშენებს და თავის ნაშიერებს იცავს.


8. პითონებზეimage


პითონები მახრჩობელა გველები არიან, რომელშიც 35 სახეობის გველია გაერთიანებული. ამ გველებს შხამი არ გააჩნიათ და მსხვერპლს მოგუდვით კლავენ. ისინი მას იმდენად მჭიდროდ ეხვევიან, რომ სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ და მხოლოდ მაშინ ანებებენ თავს, როდესაც მსხვერპლს გული უჩერდება.

შემდეგ, გველი ნელ-ნელა იწყებს ყბების გახსნას და მსხვერპლს მთლიანად ყლაპვას, როგორც წესი, თავით წინ.


9. არაერთი მილიონი წელი დედამიწაზე...image


მყიფე ჩონჩხის გამო, გველის პლანეტაზე გამოჩენის ზუსტი თარიღის დადგენა რთულია. მეცნიერები თვლიან, რომ ქვეწარმავლების ეს ჯგუფი, საბოლოოდ, იურულ პერიოდში ჩამოყალიბდა — სწორედ იმ დროს ქანების ფენებში ჩნდებიან გველები, ნამარხების სახით. მეცნიერების აზრით, გველების ასაკი — 201-დან – 145 მლნ წლამდეა, ანუ ისინი უფრო გვიან გაჩნდნენ პლანეტაზე, ვიდრე ნიანგები, ხვლიკები და კუები.


10. გველების მნიშვნელობის შესახებimage


გველები შეუცვლელები არიან მათ ეკოსისტემებში. ისინი არეგულირებენ ცხოველთა პოპულაციას, რადგან მტაცებლები არიან. მათ გარეშე, კვებითი ჯაჭვი დაიშლებოდა და პატარა ძუძუმწოვრები, მღრღნელები, ფრინველები, ამფიბიები და მწერები, უკონტროლოდ გავრცელდებოდნენ და ბევრ ეკოსისტემას დაიპყრობდნენ.

ასე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მათ, მთელ მსოფლიოში, ცუდი რეპუტაცია გააჩნიათ, ეს ქვეწარმავლები უკიდურესად აუცილებლები არიან ჩვენი სამყაროსთვის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 საინტერესო და საოცარი ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

* სამეცნიერო ნათელმხილველობა – როდესაც საიდუმლო არქივები "ალაპარაკდნენ"

* ყველაზე უცნაური (გიჟური) დიზაინის ავტომობილები (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
403
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0