სისხლი, ჩონჩხი, სულები, სასაფლაო... – ყველაზე "საშიში" გამოცანები (პასუხები აქვს)

1. საშინელი არსება, წითელი თვალით
კითხვა: სამი თვალი მაქვს და ერთი მათგანი, კაშკაშა წითლად ანათებს. რა ვარ?
2. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული
კითხვა: "დამაპურე" და ვიცოცხლებ. წყალს მომცემ და მოვკვდები. რა ვარ?
3. უცნაური დასახლება
კითხვა: აქ ხალხმრავლობაა, მაგრამ არავინ ცხოვრობს. რა ადგილია?
4. უცნაური არსება
კითხვა: ყოველთვის კვალს ვტოვებ, რომ ნახოთ სად გავიარე. ჩემი ნახვისას, ბევრი შიშისგან კივის. ჩემი სახელია – – – – –
5. თავსატეხი
კითხვა: თვალები არ მაქვს, მაგრამ ერთ დროს ვხედავდი. ერთ დროს აზრებიც მქონდა, თუმცა ახლა, სრულიად ცარიელი ვარ. რა ვარ?
6. უცნაური ხმები
კითხვა: ამ ადგილას შუქი თითქმის არ არის, მაგრამ იატაკი ბევრს ჭრიალებს. უცნაური ხმაური ისმის და კარი უნებურად იღება და იხურება. რა არის?
7. თავიდან ფეხებამდე
კითხვა: ჩემი პოვნა ყველგან შეიძლება, თხევადი ვარ და ზოგიერთი ადამიანი ჩემს დანახვაზე, გონებას კარგავს... და კიდევ, ყველა ცოცხალ არსებაში ვარ. რა ვარ?
8. ღამე არ მძინავს
კითხვა: ზოგს სჯერა ჩემი, ზოგს – არა. ღამ–ღამობით ვხეტიალობ. თუ მიწისქვეშეთიდან შემაშფოთებელ ხმაურს გაიგონებთ, გაიქეცით და ჩემი საშინელი ხმისგან დაიმალეთ. რა ვარ?
9. ძალიან სათუთად მინახავენ
კითხვა: გახვეული ვარ, მაგრამ საჩუქარი არ ვარ. არქეოლოგები დიდ საგანძურად მთვლიან. ერთ დროს კი, წამლადაც მთვლიდნენ... ჩემი სახელია – – – – –
10. იდუმალი ობიექტი
კითხვა: ვინც ის გააკეთა, – გაყიდა. ადამიანმა, რომელმაც ის შეიძინა, – არასდროს გამოუყენებია. ხოლო, ადამიანს, ვინც გამოიყენა – ის არასდროს უნახავს. რა არის?

პასუხები:
1. შუქნიშანი
2. ცეცხლი
3. სასაფლაო
4. ობობა
5. თავის ქალა
6. სახლი მოჩვენებებით
7. სისხლი
8. მოჩვენება
9. მუმია
10. კუბო