x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ეს რომ აქამდე მენახა, ამ ნიჭიერი გოგოსგან ქოცობა ხომ არ მეწყინებოდა" – ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, "ევროვიზიის" კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილე მარიამ შენგელიას ბლიც ინტერვიუდან ფრაგმენტს აზიარებს და წერს:


"ეკითხებიან რა არის მისთვის მთავარი.


პასუხობს,


1. ფული 2. წარმატება, 3. ჯანმრთელობა.


ეს რომ აქამდე მენახა, ამ ლამაზი და ნიჭიერი გოგოსგან ქოცობა ხომ არ მეწყინებოდა:)"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა. ის შვეიცარიაში მიმდინარე კონკურსს პირველივე ეტაპზე, ნახევარფინალში გამოეთიშა. მარიამ შენგელია, - რომლის გამოსვლისას ანსამბლ „ერისიონის“ ოთხმა წევრმა „ხორუმი“ თეთრი დროშებით შეასრულა, - გამოვიდა ქართულ-ინგლისური სიმღერით, "Freedom".

0
534
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
534