სიახლეები მამაკაცი 28 წელი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა, არა და საგზაო პოლიციამ 112 ჯერ შეამოწმა 17 მაისი, 15:00 ![]() მძღოლი რონის დეპარტამენტის ტარარეს კანტონში, რუტინული საგზაო შემოწმების დროს გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ავტომობილის დაზღვევა არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ჟანდარმებმა გადაწყვიტეს მისი მართვის მოწმობის შემოწმება და აღმოაჩინეს, რომ ის 28 წლის წინ იყო გაუქმებული. 1997 წელს ფრანგ მამაკაცს დოკუმენტები ჩამოართვეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო, თუმცა მან ახლის აღებაზე არ შეიწუხა თავი. პოლიცია სოციალურ მედიაში ხუმრობდა, რომ მამაკაცი, ნამდვილი ჯაშუშივით, სამი ათწლეული დადიოდა, გამოიცვალა ხუთი პრეზიდენტი და 112 საგზაო შემოწმებას გადაურჩა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დაკავებული თავის ბათილად ცნობილ მართვის მოწმობას „რაღაც ოდნავ ვადაგასულ, მაგრამ მაინც საკვებად ვარგის იოგურტად“ მიიჩნევდა. გამოცემა არ აზუსტებს, თუ რატომ ვერ აღმოაჩინეს საგზაო ჟანდარმებმა წინა 112-ის შემოწმების დროს მისი დარღვევა. ადრე ბრიტანეთში დააკავეს, 83 წლის მამაკაცი, რომელიც ავტომობილს 70 წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა. როდესაც პოლიციელებმა მისი Mini One-ი გააჩერეს, მამაკაცმა მათ უთხრა, რომ 1938 წელს იყო დაბადებული და მანქანას 12 წლის ასაკიდან მართავდა მართვის მოწმობის გარეშე. საბედნიეროდ, მას არასოდეს მოსვლია ავარია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საჭესთან ნამდვილად ფრთხილი და ყურადღებიანი იყო. 85 3-ს მოსწონს
|