საბუნებისმეტყველო 10 შოკისმომგვრელი ფაქტი თავის ტვინის შესახებ 9 ივნისი, 13:16 ადამიანის ტვინის 60% ცხიმისგან შედგება, რაც მას ორგანიზმში, ყველაზე "მსუქან" ორგანოდ აქცევს. ეს ცხიმოვანი მჟავები, ტვინის ფუნქციონირებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ჯანსაღი, მასტიმულირებელი საკვები ნივთიერებებით მომარაგება. ტვინი სრულად ჩამოყალიბებული, მხოლოდ 25 წლის ასაკისთვის ხდება. მისი განვითარება უკანა ნაწილიდან იწყება და თანდათან, წინ მიიწევს. შედეგად, შუბლის წილები, რომელიც დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ყველაზე ბოლოს ყალიბდება და ძლიერდება. ითვლება, რომ ტვინის მეხსიერების მოცულობა უზარმაზარია. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის ტვინი, დაახლოებით, 86 მილიარდი ნეირონისგან შედგება. თითოეული ნეირონი, სხვა ნეირონებთან კავშირებს ამყარებს და ამ კავშირების რაოდენობამ, შეიძლება, ერთ კვადრილიონამდე მიაღწიოს. დროთა განმავლობაში, ამ ნეირონებს შეუძლიათ გაერთიანდნენ, რაც თავის მხრივ, მეხსიერების მოცულობას კიდევ უფრო ზრდის. თუმცა, მათი დაზიანება და ფუნქციონირების შეწყვეტაც შესაძლებელია, რაც შესამჩნევია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მაგ., ალცჰაიმერის დაავადება. ტვინში ინფორმაცია, შეიძლება, საათში 350 მილამდე (დაახლოებით 563 კმ/სთ) სიჩქარით გადაადგილდებოდეს. როდესაც ნეირონი სტიმულირდება, ის ელექტრულ იმპულსს წარმოქმნის, რომელიც უჯრედიდან — უჯრედს გადაეცემა. ჩვენი ზურგის ტვინი ზრდას, საშუალოდ, 4 წლის ასაკში წყვეტს. ის ნერვული ქსოვილის და დამხმარე უჯრედებისგან შედგება, რომელიც თავის ტვინიდან, სხეულის დანარჩენ ნაწილებზე, შეტყობინებების გადაცემაზე არის პასუხისმგებელი. ზურგის ტვინი სხეულსა და ტვინს შორის, კავშირის მთავარი წყაროა. ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) ტვინსა და ზურგის ტვინში ნეირონების სიკვდილს იწვევს, რაც გავლენას ახდენს კუნთების კონტროლირებულ მოძრაობებზე. გაფანტული სკლეროზი (MS) — კიდევ ერთი დაავადება, რომელიც ტვინს და ზურგის ტვინს აზიანებს. ამ დაავადების დროს, იმუნური სისტემა თავს ესხმის დამცავ შრეს, რომლითაც ნერვული ბოჭკოებია დაფარული, რაც ტვინსა და სხეულს შორის, სიგნალების გადაცემაში, პრობლემებს იწვევს. მოსაზრება, რომ ადამიანი, ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 10%-ს იყენებს, — სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ჩვენ ტვინს მაშინაც კი ვიყენებთ, როცა გვძინავს. ხოლო, ნევროლოგები ადასტურებენ, რომ ტვინი, ყოველთვის აქტიურია. ადამიანის ტვინის საშუალო წონა, დაახლოებით, 3 ფუნტია (1, 36 კგ.). მამაკაცებს, როგორც წესი, ოდნავ დიდი ტვინი აქვთ, ვიდრე ქალებს. თუმცა, ეს მათ ინტელექტზე გავლენას არ ახდენს. ქვიშის მარცვლის ზომის ტვინის ქსოვილის ნაჭერი, 100 000 ნეირონს და 1 მლრდ სინაფსს შეიცავს. თუმცა, ნეირონების დაზიანებას, შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მაგ., ინსულტის დროს, სისხლს არ შეუძლია, ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება. შედეგად, ტვინის უჯრედები იღუპება და დაზიანებულ უბნის თვისებები, შეიძლება, დაიკარგოს. ადამიანის ტვინი, დაახლოებით, 20 ვატ ენერგიას მოიხმარს — სწორედ ამდენია საჭირო, ნათურის ასანთებად. არხის სხვა სიახლეები:* რა საიდუმლოს მალავს შავი ზღვა?* მეცნიერებმა სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს* ჰიტლერი, სტალინის შესახებ – მისი ფიქრები საბჭოთა ლიდერზე და შეფასებები* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?208 2-ს მოსწონს
|