საქართველო
"ისეთი რაღაცები გაქექეს, რომ...." - რა ინფორმაციას ავრცელებს ალეკო ელისაშვილი
15 მაისი, 23:11

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ ისაუბრა და არ გამორიცხა რომ მომავალში თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი მთელი მათი შემადგენლობით ზემოაღნიშნული "მოღალატეობრივი კომისიის გამო" გაასამართლონ:
"აუცილებლად მოვა დრო, როდესაც თეა წულუკიანს და იმ მთელ შემადგენლობას გავასამართლებთ, იმ მოღალატეობრივი კომისიის გამო. ამ სოზარ სუბარს და ამ მოღალატეების თავყრილობას, გავასამართლებთ ამ კომისიის შექმნისთვის. თუმცა, ერთი კარგიც მოხდა, ამ კომისიაზე ისეთი რაღაცები გაქექეს, რომ უკან დაუბრუნდათ ყველაფერი.
სხვა საქმე არ ჰქონდათ, არ იცოდნენ რა ეკეთებინათ, მთელი სამი თვე ჩვენ გვქონდა რაღაც საინფორმაციო ველი და ეს დებილობა მოიგონეს, სადაც თვითონვე ფეთქდებიან. ესენი ნაცებზე უარესები არიან."- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა "რეაქციაში".