საქართველო "ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს მაგრამ ფაქტია რო მაგარი ვაჟკაცი ბიჭია" - ვისზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი 15 მაისი, 9:24 ![]() კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან მაგრამ ფაქტია რო მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რო გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება ეგ ვიცი ზუსტად, ქვეყანა კიდე ჩრდილო კორეისკენ მიექანება ფაქტია"- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ, გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა, რომლის ვადაც 8 მაისს ამოიწურა.137 შეფასება არ არის |