x
მეტი
  • 13.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515198
სამოთხეში, თუ ჯოჯოხეთში? (იგავი)

ერთ ღამეში ოთხი ადამიანი: ჯიმი, რონი, მაიკი და დეივი დაიღუპა. მალე ისინი ფართო, მოასფალტებულ გზაზე მიდიოდნენ. ისინი ერთად მანამდე იყვნენ, ვიდრე გზის გასაყარამდე არ მიაღწიეს. მათ წინაშე ორი გზა გაიხსნა: მარცხნივ და მარჯვნივ. როდესაც იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ საითკენ წასულიყვნენ, მათ წინ თეთრებში ჩაცმული მამაკაცი გაჩნდა.


image


— კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, მეგობრებო — თქვა მან. — თქვენს წინაშე, ახალი სახლებისკენ მიმავალი გზებია. ერთი გზა სამოთხისკენ მიდის, სადაც წარმოუდგენელი სილამაზეა, მეორე კი — ჯოჯოხეთში, სადაც საშინელება, სასოწარკვეთა და უიმედობა სუფევს. თუმცა, რომელი გზა საით მიდის, არ უნდა იცოდეთ... თქვენ, თქვენს მიერ არჩეული გზით წახვალთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უკან დაბრუნება მხოლოდ მანამდე შეგიძლიათ, ვიდრე სამოთხის, ამ ჯოჯოხეთის კარიბჭემდე მიხვალთ. თუ ჯოჯოხეთში მოხვდებით, იქვე დარჩებით. მაგრამ, არ ინერვიულოთ, ეს თუ მოხდება — თითოეული იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.

მამაკაცი გაქრა. მოგზაურები გაოცებულები იყვნენ ასეთი პირობებით: "სად გაგონილა, რომ სამოთხის, ან ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზის არჩევა შემთხვევით ხდებოდეს?" მაგრამ, ვერაფერს იზამდნენ. ამიტომ, მათ წილისყრა გადაწყვიტეს, რომ ენახათ, ვინ იყო პირველი და საით წავიდოდა ის. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯიმი იყო და ის მარჯვნივ უნდა წასულიყო. მას ბევრი არ უფიქრია და მხნედ გაუდგა მარჯვნივ მიმავალ გზას. მაგრამ, მალე შეჩერდა: ის ველური ცხოველების ღრიალმა შეაშინა. გარდა ამისა, ღრუბლები იმდენად შესქელდა, რომ მზე მთლიანად დაფარა. ამის შემდეგ კი, მიწამაც დაიწყო რყევა... და ჯიმი უკან მობრუნდა. მან დანარჩენ სამს უამბო, რაც ნახა, რითაც საფუძვლიანად შეაშინა.

ამის შემდეგ, ჯიმი მარცხნივ წავიდა და რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო საშიშ ნიშნებს ხედავდა. ბოლოს, კარგად შეშინებული, ისევ უკან გაიქცა და სხვებს ისევ მოუყვა, რაც ნახა. ყველა შფოთმა შეიპყრო: არც ერთი გზა არ ჰგავდა სამოთხისკენ მიმავალ გზას. მაშინ რონმა თქვა:

— მორჩა, გადავწყვიტე. მარჯვნივ წავალ და რაც იქნება, იქნება. უკან არ დავბრუნდები.

მტკიცე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ის გზას დაადგა, ყურადღება არ მიაქცია ცხოველების საშინელ ღრიალს, ქარიშხლის ღრუბლებს და ფეხქვეშ მიწის რყევას. რაღაც მომენტში, ცა განათდა და მან წარმოუდგენლად ლამაზი ადგილი დაინახა, მშვიდი და წყნარი. რონმა ჩათვალა, რომ ეს სამოთხე იყო და დარჩა.

ნახა რა, რომ რონი არ დაბრუნდა, დეივმაც მიიღო გადაწყვეტილება. მან არ იცოდა, რა შეემთხვა რონს: შესაძლოა, ის მარჯვნივ მიმავალ გზაზე, ცხოველებმა შეჭამეს. დეივმა მარცხენა გზა აირჩია. ის არ იყო დარწმუნებული, სწორი იყო თუ არა ეს გზა, მაგრამ ასე მსჯელობდა: "რაც არ უნდა მოხდეს, მივიღებ და ვეცდები შევეგუო". დეივი წინ მიიწევდა, უგულებელყოფდა საშინელ ნიშნებს, ცხოველების ღრიალს, ქარიშხლის ღრუბლებს და ელვას.

ბოლოს ადგილზე მივიდა, სადაც მიწაში, ჭუჭყიანი ნიშანი იყო ჩასმული, აბრით, რომელზეც – "ჯოჯოხეთი" ეწერა... და უეცრად, მის უკან გზა გაქრა. ხოლო, წინ პირქუში, ბნელი, ცივი და საცხოვრებლად სრულიად უვარგისი ხეობა იყო გადაჭიმული. იქ ხალხი პატარა ქოხებში ცხოვრობდა და გამუდმებით, შიშისგან კანკალებდა: მათ მტაცებელი ცხოველების თავდასხმის, ან ჭაობებში ჩაფლობის ეშინოდათ.

დეივმა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შეიტყო, რომ ეს მიწა თავად ეშმაკის მიერ იყო დაწყევლილი. მაგრამ, მან უკან არ დაიხია: "ვეცდები ადაპტირება მოვახერხო და შეშინებულებს არ ვუსმინო". ამ ფიქრებმა დეივს თავდაჯერებულობა შემატა. მან ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და საცხოვრებელი პირობების შეცვლა შესთავაზა. მას რამდენიმე ადამიანი მიემხრო. დანარჩენებს კი ეშინოდათ, რომ პირობები კიდევ უფრო გაუარესდებოდა.

დეივმა, თავის მომხრეებთან ერთად, ჭაობები დააშრო, ახალი სახლები ააშენა, ბაღები გააშენა და ცხოველების მოთვინიერება დაიწყო. მალე მათ სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ, რადგან საოცარი ცვლილებები იხილეს. დროთა განმავლობაში, ქალაქი გაიზარდა და აყვავდა. ირგვლივ სილამაზემ და სიმშვიდემ დაისადგურა. დეივი ჭიშკართან მივიდა, ჩამოხსნა წარწერა "ჯოჯოხეთი" და მის ადგილზე ახალი – "სამოთხე" გააკრა. როგორც კი ეს გააკეთა, მის წინ ისევ გზაგასაყარი გამოჩნდა და თეთრებში ჩაცმულმა კაცმა კვლავ ჰკითხა:

— იცი რა უნდა გააკეთო?

— ვფიქრობ, ისევ არჩევანი უნდა გავაკეთო, — უპასუხა დეივმა.

— აბსოლუტურად სწორია, — თქვა თეთრებში ჩაცმულმა კაცმა.

— ვიდრე არჩევანს გავაკეთებ, მითხარი, რა დაემართათ ჩემს თანამგზავრებს?

რონი პირდაპირ სამოთხეში მოხვდა. ეს ადგილი იმას ჰგავს, რაც შენ შექმენი. თუმცა, ის ნანობს, რომ მის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. თუ მისი სურვილი საკმარისად ძლიერი გახდება, არჩევანის გაკეთების უფლებას, ისევ შესთავაზებდნენ. დიდი ალბათობით, მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ ჯოჯოხეთი სამოთხედ, თავად გადააქციოს, ისევე, როგორც შენ გააკეთე. რაც შეეხება ჯიმს და მაიკს, ისინი ახლა ნამდვილ ჯოჯოხეთში არიან: შიშით პარალიზებულები, გზის გასაყარზე სირბილს აგრძელებენ.

— და წინ რა მელის? — იკითხა დეივმა.

— უცნობია, — უპასუხა კაცმა.

ამ პასუხმა დეივი ერთდროულად შეაშინა და გაახარა. მან თავი დაუქნია კაცს და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გზას, რომელიც მარჯვნივ მიდიოდა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ უწოდეს სტალინს "ბელადი“ და რა შუაშია აქ ინდიელები?

* გამოცადეთ საკუთარი თავი – ამოხსენით მოკლე ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს)

* 10 საინტერესო ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0