სხვა 10 ფაქტი ჩინეთზე და ჩინელებზე, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ 15 მაისი, 8:58 შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ჩინეთზე ყველაფერი იცით, რადგან ის არ არის პატარა ქვეყანა, რომლის შესახებ ბევრს, შესაძლოა, არც კი სმენია. მაგ., ჩინეთის კედლის შესახებ, ყველამ, ყველაფერი ვიცით, ვიცით რომ მისმა მოსახლეობამ, მილიარდ კაცს, უკვე რა ხანია გადააჭარბა, რომ აბრეშუმის გზა ჩინეთიდან იწყება და აბრეშუმიც, მათი მოგონილია... მოკლედ, ამ ქვეყანაზე ბევრი რამ ვიცით. მაგრამ, არის ისეთი ფაქტები, ამ ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე, რომელიც შეიძლება, არ ვიცით. მაგ.: ![]() 1. ჩინელები ცხელ წყალს სვამენ... ყოველთვის თუ წყალს ყინულით სვამთ, ჩინეთში ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან იქ დარწმუნებულები არიან, რომ: ცივი წყალი — ჯანმრთელობის მტერია. ყველგან, კაფეში და რესტორანშიც კი, წყლის მოთხოვნის შემთხვევაში, ცხელი, ან მდუღარე წყალი მოაქვთ, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, +35 °С ტემპერატურაც რომ იყოს. ეს ტრადიციულ ჩინურ მედიცინასთან არის დაკავშირებული, რომელიც თვლის, რომ სიცივე, სისხლის ნორმალურ მიმოქცევას უშლის ხელს და «შინაგან ბალანსს არღვევს». ცხელი წყლის დალევა კი — არსებითად, ორგანიზმის განკურნების ერთ-ერთი ფორმაა. 2. თეთრი — გლოვის ფერია ჩვენთან თეთრი — სისუფთავის, საქორწინო კაბის და ახალი ცხოვრების დაწყების ფერია. ჩინეთში კი, ყველაფერი პირიქით არის. თეთრი ფერი — გლოვისთვის არის. გასვენებაში არავინ იცვამს შავს — მხოლოდ თეთრს. წითელი კი — ბედნიერების და ზეიმის ფერია. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩინელ პატარძალს წითელ სამოსში ნახავთ, იქ ეს სავსებით ნორმალურია. 3. ჩინეთი — მხოლოდ ატრიას კი არა, ნაყინის სამშობლოც არის ნაყინის სამშობლოდ, ჩვენ იტალიას ვთვლით. მაგრამ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩინეთში მარკო პოლოს მოგზაურობამდე, ბევრად უფრო ადრე, ადგილობრივები, რძეს ბრინჯში ურევდნენ და თოვლში ყინავდნენ... სწორედ ეს ითვლება, თანამედროვე ნაყინის წინამორბედად. 4. ჩინეთში არ არის Google, YouTube და Instagram ჩინეთში თუ დაგუგლას მოინდომებთ, მაგ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან იქ Google–ი არ მუშაობს, ისე, როგორც YouTube, Facebook, Instagram და WhatsApp. ეს ყველაფერი აკრძალულია. ყოველივე ამის ნაცვლად, მათ საკუთარი ანალოგები აქვთ: Baidu — Google–ის ნაცვლად, WeChat — მესინჯერს ანაცვლებს, Youku — YouTube–ს. ეს ადგილობრივებისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ ტურისტებს ძალიან უჭირთ... 5. ციფრი 4 — იგივეა, როგორც ჩვენთვის – 13 ჩინეთში 4 უბედურების მომტანად ითვლება, რადგან ის ჩინურად, ისევე ჟღერს, როგორც სიტყვა — «სიკვდილი». ამიტომ, ბევრ შენობაში არ არის მე–4 სართული, ბინა ნომერი –4. ასევე, ლიფტში ვერ ნახავთ 14-ე და 24-ე სართულის ღილაკებს. 6. ჩინელებს არ ერიდებათ ძილი... ნებისმიერ ადგილზე თუ დაინახავთ ადამიანს, რომელსაც მაღაზიის იატაკზე, მეტროში, სკამზე, ან თუნდაც, კაფეს კუთხეში სძინავს — არ შეგეშინდეთ. ისინი ნასვამები არ არიან — უბრალოდ, ისვენებენ და მეტი არაფერი. ჩინეთში ძალიან პოპულარულია შუადღის სიესტა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მთელი დღე ფეხზე დგას. დაიღალე — მიწექი. ეს მარტივია. ცუდად არავინ შემოგხედავთ... და ეს, შეიძლება, დაცვის, ან მაღაზიის თანამშრომელიც კი იყოს. 7. ჩინელი ბავშვები საფენებს არ ატარებენ საფენის ნაცვლად, მათ სპეციალური შარვლები აცვიათ, ნახვრეტით. «კაი დან კუ» — ასე ჰქვია გახვრეტილ შარვალს და მშობლები, ადრეული ასაკიდან ასწავლიან შვილებს ტუალეტში წასვლას, იქნება ეს ქუჩაში, თუ სპეციალურ ადგილებში. მოსახერხებელია? — საკამათოა. ეკოლოგიურია? — რა თქმა უნდა, არის. ასეთი მიდგომა ტურისტებს შოკში აგდებს, მაგრამ ჩინელებისთვის — ეს კულტურის ნაწილია. 8. ჩინელებს არ უყვართ გარუჯვა იმ დროს, როდესაც ევროპაში რუჯი, სილამაზესთან ასოცირდება, — ჩინეთში ყველაფერი პირიქითაა. თეთრი კანი — არისტოკრატიისა და სიმდიდრის სიმბოლო. ხოლო, რუჯი — იმის ნიშანია, რომ მზეზე მუშაობ და «დაბალ კლასს» მიეკუთვნები. ამიტომ, ზაფხულში, ადგილობრივი ქალები, ნიღბებით და ხელთათმანებით დადიან და თუ პლაჟზე მიდიან, «facekini»–ები — სპეციალური კაპიუშონიანი საცურაო კოსტიუმები აცვიათ. 9. ჩინელები პირის წკლაპუნს უზრდელობად არ თვლიან პირის წკლაპუნი და სავსე პირით საუბარი — ჩინეთში ნორმაა. უფრო მეტიც — ეს შეფ-მზარეულის მიმართ, კომპლიმენტად ითვლება. ე. ი. საკვები გემრიელია. ასე, რომ, თუ ადგილობრივებმა დაგპატიჟეს და სუფრასთან მიგიწვიეს, რაც შეიძლება «ხმაურით» და «ცოცხლად» მიირთვით. ხოლო, თუ ჩუმად მიირთმევთ — შესაძლოა იფიქრონ, რომ კერძები არ მოგეწონათ. 10. ჩინეთში უფრო მეტი მილიონიანი ქალაქია, ვიდრე გვგონია ჩინეთის დიდი ქალაქებია: პეკინი, შანხაი, გუანჯოუ — და მორჩა. ასე ფიქრობს უმრავლესობა. მაგრამ, რეალურად, ჩინეთში 100–ზე მეტი ქალაქია, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს — ეს უდიდესი მეგაპოლისებია, რომლებიც ისე გამოიყურება, როგორც მომავლის ქალაქები ფილმებიდან. ცათამბჯენები, პარკები, მატარებლები, მძღოლების გარეშე — და ყველაფერი, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ჩინეთი — სხვა სამყაროა ეს მხოლოდ «სხვა ქვეყანა» კი არა, სხვა სამყაროა — საკუთარი წესებით, ლოგიკითა და კულტურით. სადაც შეიძლება, არაერთმა ფაქტმა გაგაოცოთ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |