
აშშ-ში მცხოვრები ქალი, სახელად ტანია, თავისი უფროსი ვაჟების მეგობარზე დაქორწინდა და გადაწყვიტა, მისგან შვილები იყოლიოს. მან 26 წლის მამაკაცთან ურთიერთობის სპეციფიკა „Love Don’t Judge“-თან ინტერვიუში გაამხილა.
44 წლის ტანიამ განაცხადა, რომ ხოსე მაშინ გაიცნო, როცა ბიჭი 19 წლის იყო. ის ძალიან ხმაურიანი იყო, რაც აღიზიანებდა ქალს.
ახალგაზრდამ კი აღიარა, როდესაც ტანია ნახა, მისი პირველი აზრი იყო: „ის ძალზე სექსუალურია“. მათ ურთიერთობა დაიწყეს და ორი წლის შემდეგ სარცელიც გაიზიარეს.
ხოსეს თქმით, ტანიამდე ის მხოლოდ თავისი ასაკის გოგონებს ხვდებოდა, თუმცა ეს გამოცდილება უარყოფითი იყო.
2022 წელს ხოსე და ტანია დაქორწინდნენ. ცოტა ხნის წინ მამაკაცმა განაცხადა, რომ მასთან ორი შვილის გაჩენა სურს. ტანიამ აღიარა, რომ უკვე მიმართა ექიმს. ის ორსულობას ინ ვიტრო განაყოფიერების გამოყენებით გეგმავს. მას ახლა ოთხი შვილი ჰყავს: უფროსი 22 წლისაა, უმცროსი კი - ხუთი.

წყვილის თქმით, ისინი მუდმივად სხვების მხრიდან დაგმობის ობიექტები ხდებიან.
ინტერნეტმომხმარებლები ცდილობენ ხოსეს თავს მოახვიონ იდეა, რომ ის ტანიას დედად აღიქვამს, მაგრამ ის არ ეთანხმება მათი ურთიერთობის ამგვარ ინტერპრეტაციას. „დედაჩემთან კარგად ვურთიერთობ. „უბრალოდ შეყვარებული ვარ“, - განმარტა მან. ტანიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ხოსეში თინეიჯერს ხედავს, დედით ჩანაცვლებას არ ცდილობს. ის დარწმუნებულია, რომ ინფანტილიზმი ყველა მამაკაცისთვისაა დამახასიათებელი, ასაკის მიუხედავად.

„როდესაც უკვე ერთად ვიყავით, ის 21 წლის იყო, მე კი 38-ის. 21 წლის ასაკში უკვე შეგიძლია ალკოჰოლის დალევა, აზარტული თამაშებით გართობა და ქვეყნისთვის ბრძოლა, მაშ, რატომ არ შეგიძლია შეიყვარო ის, ვინც გინდა?“ — აღნიშნა ტანიამ.