ამოცანები გამოცადეთ საკუთარი თავი – ამოხსენით მოკლე ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს) 14 მაისი, 8:37 გსურთ საკუთარი ინტელექტის და ლოგიკის გამოცდა? მაშინ მოემზადეთ ტვინის გასავარჯიშებლად: აქ მოკლე, მაგრამ საინტერესო გამოცანებია, რომელიც არასტანდარტულად აზროვნებას მოითხოვს... ![]() გამოცანა 1 მამაკაცი საყოფაცხოვრებო მაღაზიაში ერთი ნივთის ფასით დაინტერესდა. გამყიდველმა კი უპასუხა: - ერთი – 1 $ ღირს - რვაც – 1 $ - თორმეტი – 2 $ - ას რვა - 3 $ კითხვა: რას ყიდულობდა მამაკაცი? გამოცანა 2 შეეცადეთ, დაწეროთ რვა რვიანის განტოლება ისე, რომ ჯამი ათასი იყოს. გამოცანა 3 თუ თერთმეტს ორს დაუმატებთ, ერთს მიიღებთ. რას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ცხრას, ხუთს დაუმატებთ? გამოცანა 4 სამი მამაკაცი ნავით თევზს იჭერდა. უეცრად, ქარი ამოვარდა და ნავი ტალღამ გადააბრუნა. მეთევზეები წყალში აღმოჩნდნენ, მაგრამ, მათგან მხოლოდ ერთს დაუსველდა თმა. რატომ მოხდა ასე? გამოცანა 5 ბატონი B. ცხოვრობს ცისფერ სახლში. ბატონი F. – ყვითელში, ბატონი K. კი შავში. კითხვა: ვინ ცხოვრობს თეთრ სახლში? გამოცანა 6 მისი ნახვა, მხოლოდ დეკემბერში შეიძლება და სხვა თვეებში, არასდროს. რა არის? გამოცანა 7 რომელ თვეში გვძინავს ყველაზე ნაკლები? გამოცანა 8 რა გადის ტყეებში, მინდვრებსა და ქალაქებში, მაგრამ იმავდროულად, არ მოძრაობს? გამოცანა 9 თითქმის იმხელაა რაც სპილო, მაგრამ არაფერს იწონის. რა არის? გამოცანა 10 გოგონას იმდენივე ძმა ჰყავს, რამდენიც და. თითოეულ ძმას კი, ორჯერ ნაკლები ძმა, ვიდრე და. კითხვა: რამდენი და-ძმა არის ოჯახში? ![]() პასუხები:1. მამაკაცს, საცხოვრებელი სახლის, კარის ნომერი ყიდვა უნდოდა. 2. 888 + 88 + 8 + 8 + 8 = 1000 3. აქ საუბარი საათზეა: 11 საათს + 2 საათი = I (13 სთ) იქნება, 9 სთ. + 5 სთ. = II სთ (14 სთ). 4. დანარჩენი ორი მელოტი იყო. 5. პრეზიდენტი! 6. ასო–ბგერა "დ" – დეკემბერში 7. თებერვალში, რადგან ეს, ყველაზე მოკლე თვეა. 8. გზა 9. სპილოს ჩრდილი 10. ოჯახში 4 და და 3 ძმა არის.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |