x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ახლახან გავიგე, სამარცხვინო ამბავი მომხდარა"- რას წერს ნიკა გვარამია

image


კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების გამოფენის გამო გამოწვეულ დაპირისპირებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულ კონფლიქტს "სამარცხვინოს" უწოდებს:


"მართალი ვთქვა, გუშინ არ შევსწრებივარ და ახლახან გავიგე სოცქსელებიდან სააკაშვილის პლაკატის გამო კონფლიქტის შესახებ.


ბევრს არ დავწერ, ჩემი პოზიცია მიშას უპირობო პოლიტპატიმრობაზე ისედაც ყველასთვის ცნობილია.


მხოლოდ ერთს ვიტყვი: მიშას მომხრეების დევნას, ქოცობის გარდა, არაფერი სხვა არ ქვია. სულ რომ ბიძინას გადახაზული ფოტოთი დადიოდე, მაინც ქოცი ხარ, თუ ისედაც წლების განმავლობაში დევნილ ხალხს, საკუთარი აზრის გამოხატვას უკრძალავ, თან, ლამის, ძალადობის გამოყენებით.

ეს არც ევროპაა, არც ევროპული ფასეულობები და არც ევროპის დღის ზეიმზე არაა მოძალადე და სხვების პოზიციის აუტანლობით დაავადებული ხალხის ადგილი.



კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა: გუშინდელ ბანერების დახევის იდიოტიზმს დღევანდელი იდიოტიზმით უპასუხეს ბანერდახეულებმა.

უპასუხისმგებლო და არასერიოზული ამბავია, და ძალიან სამწუხარო. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ყველას ერთად სამშობლოს დაგვახევენ (ორივე მნიშვნელობით) ქოცები."- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ხმაური და დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების გამოფენას მოჰყვა.







0
739
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
739