x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახ­ლაც რუ­სეთს მარ­თავს "კა­გე­ბე" და მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პუ­ტი­ნი-რას ამბობდა გიორგი შენგელაია 2014 წელს
image

11 მაისი ქართელი რეჟისორის და მსახიობის გიორგი შენგელაიას დაბადების დღეა, როგორ მსახიობი მაყურებელმა გაიცნო ფილმებით "ჩვენი ეზო"(1956) და "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"(1965), გადაღებულია აქვს ფილმები: "ალავერდობა" (1963), "მაცი ხვიტია" (1965), "ფიროსმანი" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973), "სიყვარული ყველას უნდა" (1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984), "ხარება და გოგია" (1987) და სხვა.


დღეს გიორგი შენგელაიას შემოქმედებაზე არ გვექნება საუბარი, არამედ მის პოლიტიკურ თვალსაზრისზე.


გთავაზობთ ნაწყვეტს 2014 წელის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის ქრონიკას" მისცა.



გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ოპ­ტი­მის­ტურ ნო­ტა­ზეა... მისი აზ­რით, რუ­სე­თი ჩვენ ვერ გაგ­ვი­კე­თებს იმას, რა­საც უკე­თებს უკ­რა­ი­ნას. მარ­თა­ლია, ქვე­ყა­ნა­ში არი­ან სუ­ლე­ლე­ბი, ავთო ბე­რი­ძის თა­მა­დო­ბით, მაგ­რამ ისი­ნი უახ­ლო­ეს ხან­ში ჩა­ი­რე­ცხე­ბი­ან და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში გა­და­ვა.



"ჩვე­ნი შე­და­რე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან უკვე ძნე­ლია, ჩვენ ისე არა ვართ რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, წაგ­ვლე­კოს, რუ­სებ­მა გა­ა­კე­თეს უკვე, რაც უნ­დო­დათ, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი წაგ­ვარ­თვეს. აი, ახლა, საქ­მე რა­შია, იცი?.. მე თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი ელ­ცი­ნის მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან, ბურ­ბუ­ლის­თან. ეს იყო ფი­ლო­სო­ფო­სი, რო­მე­ლიც ელ­ცინ­მა წა­მო­იყ­ვა­ნა სვერდლოვ­სკი­დან, მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვილ­ზე გიჟ­დე­ბო­და და აქ რომ პრობ­ლე­მე­ბი იყო, მე მა­გას­თან ჩა­ვე­დი მოს­კოვ­ში. ამ კაც­მა მი­თხრა, ჩვენ არ გვინ­და არა­ფე­რი, მხო­ლოდ რუ­სე­თის ცალ­კე ყოფ­ნა გვინ­დაო. მა­შინ ეს მყა­რი პო­ზი­ცია იყო. ახლა პუ­ტინ­მა მო­ი­გო­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა. ძა­ლი­ან ძნე­ლია რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოხ­ვი­დე, ეს არის ჩე­ხო­ვი­სა და ტოლსტო­ის ქვე­ყა­ნა, იქ იყო ლე­ნი­ნიც, იყო ტროც­კიც, მაგ­რამ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რუ­სე­თი მა­ინც ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ამ ყვე­ლა­ფერს ამუხ­რუ­ჭებს პუ­ტი­ნი, პირ­წა­ვარ­დნი­ლი "კა­გე­ბეშ­ნი­კია". ადრე მე ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი ერთ-ერთ სე­ნა­ტორ­თან სტუმ­რად, მა­შინ ჯერ არ იყო გორ­ბა­ჩო­ვის ამ­ბე­ბი მომ­ხდა­რი, მე და­ვუ­წყე მას პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი და მან მი­თხრა: ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია კი არ მარ­თავს ქვე­ყა­ნას, არა­მედ "კა­გე­ბეო". ახ­ლაც რუ­სეთს მარ­თავს "კა­გე­ბე" და მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პუ­ტი­ნი. ახლა სა­ა­კაშ­ვილს რომ ვა­გი­ნებთ, ეს გა­სა­გე­ბია, ამ ადა­მი­ან­მა სხვა­ნა­ი­რად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, ისევ რუ­სე­თის­თვის გა­ა­კე­თა, თო­რემ რა­ღაც ნი­უ­ან­სებ­ში არ ტყუ­ის. ჩვე­ნი გზა არის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, რაც ახლა გა­ვა­ფორ­მეთ, ეს იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი."

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0