x
მეტი
  • 18.06.2025
  • სტატია:142828
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515233
ჩერჩილის საყვარელი კექსი (ორიგინალური რეცეპტი)

image


ჩერჩილს ტრადიციული ბრიტანული სამზარეულო უყვარდა. ხოლო კექსი, გუნდს აერთიანებდა, ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიდა და საუკეთესოს რწმენის სიმბოლოს წარმოადგენდა.

რეცეპტის საფუძველი ყველაფერი იყო, რისი შოვნაც შეიძლებოდა: ფქვილი, ჩირი, მარგარინი, შესქელებული რძე. იმ დროის ნამდვილი კლასიკა — არც ისე ტკბილი, მაგრამ ძალიან გემრიელი დესერტი იყო.
რეცეპტის ზოგიერთმა დეტალმა ჩვენამდე, შტაბ-ბინის თანამშრომლების მოგონებების და იმ წლების წერილებში არსებული ჩანაწერების წყალობით მოაღწია.

40-იანი წლების დასაწყისში, ორიგინალური რეცეპტი ასეთი იყო:


image


ინგრედიენტები:


მთელი მარცვლეულის ფქვილი — 250 გრ.

ჩირი (ქიშმიში, კურაგა, ცუკატები) — 100 გრ.

მარგარინი — 80 გრ.

შესქელებული რძე — 2 ს. კ.

კვერცხი — 1 ცალი

სოდა — 0, 5 ჩ. კ.

მწიკვი მარილი, ცოტა შაქარი (შეძლებისდაგვარად)


მომზადება:


I. შეურიეთ ერთმანეთს მარგარინი და ფქვილი — უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა.

II. დაამატეთ ჩირი, სოდა, მარილი და კვერცხი > კარგად ათქვიფეთ > შესქელებული რძე გააზავეთ ცოტაოდენი წყლით და დაუმატეთ დანარჩენ მასას.

III. ფორმის გვერდებს მოუსვით ცხიმი > მოათავსეთ მასში ცომი და ზემოდან შაქარი მოაფიფქეთ.

IV. გამოაცხვეთ მოკრძალებული საშუალებებით — მთავარია, რომ ცომი გამოშრეს.


კექსის რეცეპტის თანამედროვე ადაპტაცია


ინგრედიენტები:


მთელი მარცვლეულის ფქვილი — 200 გრ.

ფქვილი — 50 გრ.

ქიშმიში, კურაგა, ცუკატები — 120 გრ.

კარაქი — 80 გრ.

კვერცხი — 2 ცალი

შესქელებული რძე — 4 ს. კ.

შაქარი — 70 გრ.

გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ. (ან სოდა – 0, 5 ჩ. კ.)

ვანილინი — 1 პაკეტი


მომზადება:


I. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ. კვერცხები თითო-თითოდ დაამატეთ.

II. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი > დაამატეთ კარაქიან მასას > დაამატეთ შესქელებული რძე > შემდეგ ჩირი (სურვილის შემთხვევაში, ჩირი შეგიძლიათ ჩაიში დაალბოთ).

III. გადაიტანეთ ცომი ფორმაში.

IV. გამოაცხვეთ 170°С–ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 45–50 წთ–ის მანძილზე.


შენიშვნა: თანამედროვე ვარიანტი, უფრო ჰაეროვანი და უფრო გემრიელია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "მიწისქვეშა მდინარე" შავ ზღვაში

* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0