x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 საინტერესო და საოცარი ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

სამყარო სავსეა საოცარი ფაქტებით, რომელსაც ჩვენი რეალობის აღქმის თავდაყირა დაყენება შეუძლია. ზოგიერთი მათგანი, იმდენად წარმოუდგენლად ჟღერს, რომ მათ ნამდვილობაში, ეჭვის შეტანა შეიძლება. მაგრამ, მეცნიერება ადასტურებს: ეს ყველაფერი, აბსოლუტურად რეალურია! მაგ.:


1. ბოთლში ჩამოსხმულ წყალზე ვარგისიანობის ვადა, მითითებულია ბოთლისთვის და არა წყლისთვისimage


ალბათ დაფიქრებულხართ, თუ რატომ არის «ვარგისიანობა» წყლის ბოთლზე და რამ შეიძლება გააფუჭოს წყალი? და მართლაც, წყალი, სათანადოდ შენახვის შემთხვევაში, წლების მანძილზე არ ფუჭდება და შეიძლება, სასმელად ვარგისი დარჩეს. ანუ ის არასდროს ფუჭდება და მთავარი ჭურჭელია, რომელშიც ინახება. პლასტიკატის ბოთლი კი, რომელშიც წყალს ასხამენ, დროთა განმავლობაში, დაშლას იწყებს და სითხეში მიკროსკოპულ პლასტმასის ნაწილაკებს, ან ქიმიკატების გამოყოფს.

სწორედ ამიტომ, მწარმოებლები ვალდებულნი არიან, ვარგისიანობის ვადა მიუთითონ. როგორც წესი, ბოთლში ჩამოსხმული წყლის შენახვის ვადა, დაახლოებით, ორი წელია, რის შემდეგაც, პლასტმასი თავის თავდაპირველ თვისებებს კარგავს და შეიძლება, სითხის გემოს და ხარისხზე მოახდინოს გავლენა.


2. თუ ეკვატორზე ხართ, ე. ი. 1670 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობთimage


გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ — მაგრამ სინამდვილეში, «ხომალდში» ვიმყოფებით, რომელიც კოსმოსში, საშუალოდ, 180 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (დედამიწის მზის ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე – 30 კმ/წმ-ია. წუთში 1 800 კმ-ს გადის, ხოლო საათში – 108 000 კმ-ს). და ეს ყველაფერი არ არის! თავის მხრივ, მზეც მოძრაობს გალაქტიკაში 230 კმ/წმ (828 000 კმ/სთ) სიჩქარით და მასთან ერთად, მზის სისტემის პლანეტებიც მოძრაობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 სთ–ში, დაახლოებით 1 მლნ. კმ–ს გავდივართ.



ახლა მასშტაბებს თუ შევამცირებთ და კოსმოსზე კი არა, დედამიწაზე ვისაუბრებთ, მისი მოძრაობის სიჩქარე, საკუთარი ღერძის გარშემო — 1670 კმ/სთ–ია! თუმცა, ასეთი სიჩქარით დედამიწის ყველა მაცხოვრებელი არ მოძრაობს — სიჩქარე ეკვატორიდან — პოლუსების მიმართულებით, თანდათანობით მცირდება და პოლუსზე — 0–ს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ასეთი სიჩქარით მოძრაობს, ჩვენა ამას ვერ ვგრძნობთ, რადგან ჩვენც დედამიწასთან ერთად ვმოძრაობთ და პლანეტის ზედაპირთან შედარებით, აჩქარებას არ განვიცდით.


3. ვიკინგების მებრძოლი კატებიimage


ინდოეთში მებრძოლი სპილოები ჰყავდათ, სკანდინავიაში კი, — კატები. საომრად წასულ ვიკინგებს, კატებიც თან მიჰყავდათ. კრუტუნიანი თანმხლები პირები, გემზე არსებულ საკვების მარაგს, თაგვებისგან იცავდნენ და ეკიპაჟის სულიერ სიმშვიდეზეც ზრუნავდნენ.


4. ვიაგრა – სულ სხვა რაკურსითimage


თუ გინდათ, რომ ყვავილების თაიგულმა 2–ჯერ მეტხანს გაძლოს, უბრალოდ, ვიაგრას აბი ჩააგდეთ ლარნაკში. აღმოჩნდა, რომ პრეპარატი, წყალში გახსნის შემდეგ, რამდენიმე კვირის მანძილზე, მცენარის ღეროს, ფურცლის და ფოთლის უჯრედების დაზიანებას ზღუდავს და მის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.



5. ერთადერთი და განუმეორებელიimage


ერთადერთი თანამედროვე იმპერია მსოფლიოში, — იაპონიაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იაპონიის იმპერატორების დინასტია არასდროს შეწყვეტილა და ყველა იმპერატორი, ქვეყნის პირველი მეთაურის, ძიმუს (ძვ. წ. აღრ. 711– 585 წწ.) პირდაპირი შთამომავალია.


გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ფაქტი ჩინეთზე და ჩინელებზე, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ

* რატომ უწოდეს სტალინს "ბელადი" და რა შუაშია აქ ინდიელები?

* სამოთხეში, თუ ჯოჯოხეთში? (იგავი)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0