x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამეცნიერო ნათელმხილველობა – როდესაც საიდუმლო არქივები "ალაპარაკდნენ"

ყველაზე საინტერესო ექსტრასენსორული შესაძლებლობების ისტორიაში, ის არის, რომ ამ ფენომენს, მხოლოდ პარანორმალური მოვლენების მოყვარულები კი არა, სერიოზული მეცნიერები სწავლობდნენ, სსრ კავშირის და აშშ-ს საიდუმლო ლაბორატორიებში. ამასთან, კვლევებზე დიდ დროს და უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ.


image


ცივი ომის კულმინაციაში, ორივე ქვეყანა, ყველა შესაძლო უპირატესობას ეძებდა. ამერიკელებმა თავიანთ პროექტს ლამაზი სახელი – "ვარსკვლავური კარიბჭე" (1972-1995) დაარქვეს. საბჭოთა კავშირი უფრო მოკრძალებით მიუდგა სახელის საკითხს და ადგილს, სადაც კვლევები ტარდებოდა, უბრალოდ, – "ლაბორატორია 241" უწოდეს. კვლევითი ცენტრი რადიოინჟინერიის და ელექტრომოწყობილობების ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა და იქვე ფუნქციონირებდა.

შედეგები კი ასეთი იყო: 1984 წ. ამერიკელი ექსპერიმენტის მონაწილე ჯო მაკმონიგლი იზოლირებულ ოთახში დასვეს და მას სსრ კავშირის რაღაც რეგიონში, გეოგრაფიულ კოორდინატები მისცეს. შემდეგ კი, იმის აღწერას სთხოვენ, რაც იქ იყო. მან საუბარი დაიწყო და ყველაფერი დეტალურად აღწერა: უზარმაზარ საიდუმლო კომპლექსი, უჩვეულო კოშკებით და ანძებით.

იმ დროს, მისი სიტყვების გადამოწმება შეუძლებელი იყო, "რკინის ფარდის" და საიდუმლოებების გამო. მაგრამ, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სიმართლე გამჟღავნდა. ამ კოორდინატებზე, მართლაც იყო საიდუმლო ობიექტი და მაკმონიგლის აღწერა, დეტალების სიზუსტით დაემთხვა! მათ შორის, შენობების ზომა და აღჭურვილობების ადგილმდებარეობაც კი.

ბევრი იფიქრებს, რომ ეს უბრალოდ, დამთხვევა იყო? მაგრამ არა, საქმე იმაშია, რომ წლების მანძილზე, აშშ–ში ჩატარებული კვლევის შედეგად, ათასობით მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერიმენტში მონაწილეებმა საიდუმლო სამხედრო ობიექტები, გასაიდუმლოებული ტექნოლოგიების დეტალები, მოვლენები, რომლებიც ათასობით კილომეტრის დაშორებით ხდებოდა და დალუქული კონვერტების შიგთავსიც კი აღწერეს.

სსრ კავშირშიც იყო შთამბეჭდავი შედეგები. იგივე "ლაბორატორია 241"–ში მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა პროფ. იპოლიტ კოგანის ხელმძღვანელობით, რომელიც "შორსმხედველობის" ფენომენს სწავლობდა.

საოცარია: როდესაც 1995 წ. ამერიკელებმა "ვარსკვლავური კარიბჭის" პროექტის დოკუმენტების ნაწილი გაასაჯაროვეს, აღმოჩნდა, რომ საბჭოთა და ამერიკელი მკვლევარები, დამოუკიდებლად მივიდნენ მსგავს დასკვნამდე. მათ სხვადასხვა მეთოდი, სხვადასხვა აღჭურვილობა გამოიყენეს, მაგრამ შედეგი ერთი იყო: ადამიანის ცნობიერებას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს, სივრცის და დროის შეზღუდვების უგულებელყოფით.

დღეს, კვლევები ისევ გრძელდება. ოღონდ ახლა, უახლესი ტექნოლოგიების გამოიყენებით – ხდება კომპიუტერული ანალიზი, ნეირო ვიზუალიზაცია, ორმაგი ბრმა პროტოკოლები. "შორსმხედველობის" ფენომენი ვლინდება, თუმცა მეცნიერებს, მისი მექანიზმის ახსნა, ჯერ–ჯერობით არ შეუძლიათ.

2021 წ. ჟურნალში – "Frontiers in Human Neuroscience" ახალი ექსპერიმენტების შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, "შორსმხედველობის" სიზუსტე, შემთხვევით გამოცნობას, მნიშვნელოვნად აღემატება. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ემოციურად მნიშვნელოვან მოვლენებს, ან ობიექტებს ეხება. თითქოს, ჩვენს ცნობიერებას, ინფორმაციის მისაღებად, დამატებითი არხი აქვს, რომლის შესახებ ჩვენ, წარმოდგენაც კი არ გვაქვს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ფაქტი ჩინეთზე და ჩინელებზე, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ

* რატომ უწოდეს სტალინს "ბელადი" და რა შუაშია აქ ინდიელები?

* სამოთხეში, თუ ჯოჯოხეთში? (იგავი)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0