სხვა მიშელ ლოლიტო- კაცი, რომელმაც 9 ტონა მეტალი შეჭამა 9 მაისი, 17:49 ![]() გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში ყველას პირზე ეკერა ვიღაც უცხოელი(ზოგი ამბობდა ამერიკელიო, ფრანგიო, ინგლისელი და ა.შ.)რომელმაც ავტომობილი შეჭამა, მაინც ვინ იყო კაცი, რომელმაც არაორგანული საგნების ჭამით გაითქვა სახელი? 18 წელი გავიდა ფრანგი მიშელ ლოლიტოს გარდაცვალებიდან, მან სულ 57 წელი იცოცხლა და არცაა გასაკვირი.... 9 წლის იყო მიშელი, როდესაც ჭიქა შეჭამა იმისთვის, რომ თანატოლებში საკუთარი ყოჩობა დაემტკიცებინა, 16 წლის ასაკში პირველად წარსდგა ფართო აუდიოტორიის წინაშე, ჭამდა ველოსიპედს, სუპერმარკეტის ურიკას თუ ტელევიზორს. ![]() ლილიტო ამტკიცებდა, რომ მის ორგანოებზე ნეგატიურად არ აისახებოდა პოტენციურად საშიში ნივთიერებები, რომელსაც მეტალი, კაუჩუკი ან მინა შეიცავს. ფრანგი სასტრადო მსახიობი საშუალოდ დღეში 900 გრამ არაორგანულ ნივთიერებას ჭამდა, ტრადიციულად მინერალურ ზეთში გაზავებულს, შემდეგ კი დიდი რაოდენობით წყალს აყოლებდა. ![]() ლოლიტო მეტალს ჯერ წვრილ ნაჭრებად ყოფდა, შემდეგ ზეთს უმატებდა.ჭამდა და წყალს აყოლებდა. 1959 წლიდან 2007 წლამდე მიშელ ლოლიტომ მთლიანად 9 ტონა მეტალი შეჭამა. ![]() ![]() შეჭმული ნივთების სია: 18 ველოსიპედი; 15 სუპერმარკეტის ურიკა 7 ტელევიზორი; 6 სასანთლე; 2 საწოლი; ორი წყვილი თხილამური; 1 თვითმფრინავი Cessna-150; 1კომპიუტერი; ჭიქები; 1კუბო; 24 3-ს მოსწონს
|