კინო ფილმის სცენარი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული იყო 9 მაისი, 13:00 “ფილმის სცენარი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული იყო. კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტი თავად გახლდათ ომის მონაწილე. იბრძოდა ნოვოროსიისკის მიდამოებში, ე.წ. მცირე მიწაზე. ომში მრავალჯერ დაიჭრა...
როგორც სულიკო ყვებოდა, მათ ბრიგადაში იყო ერთი ხანშიშესული კახელი გლეხი, რომელიც ჯარისკაცებს ისე პატრონობდა, როგორც ფილმში გიორგი მახარაშვილი პატრონობს. თურმე გაზაფხულის პირას ხიშტით მიწას ჩიჩქნიდა, ხორბალს თესავდა და თან ღიღინებდა...
სერგო ზაქარიაძე 55 წლის იყო, როდესაც
“ჯარისკაცი მამა" ითამაშა, არადა ხანშიშესული გვეგონა... ის გადაყოლილი იყო თავის პროფესიას. სულ უმნიშვნელო საქმესაც კი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა .
სერგოს ძალიან კარგად ესმოდა რა მნიშვნელობის და სირთულის როლი იყო გიორგი მახარაშვილი და ძალიან უყვარდა ეს გმირი. საოცარი პლასტიკა ჰქონდა. ის მხოლოდ ერთი პიროვნება არ იყო, ის თავის ერს წარმოადგენდა - სიმაღლით, ინტონაციით, ფიქრით... რაც აწუხებს გიორგი მახარაშვილს, რითაც სუნთქავს იგი, არის ჭეშმარიტად ქართული, ეროვნული და ყველასთვის გასაგები, ყველასთვის საერთო".
რეზო ჩხეიძე-ფილმის რეჟისორი.
![]() შეგახსენებთ, მხატვრული ფილმი "ჯარისკაცის მამა" გადაღებულია სტუდია „ქართულ ფილმშიი“ 1964 წელს რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ, სულიკო ჟღენტის სცენარით. მთავარ როლში — სერგო ზაქარიაძე.
პრიზები:
*სერგო ზაქარიაძეს მიენიჭა პრიზი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე (1965 წელს.
*ლენინური კომკავშირის პრემია სერგო ზაქარიაძეს 1965 წელს. *ლენინური პრემია სერგო ზაქარიაძეს 1966 წელს.
*კაპიტოლიუმის იუპიტერის ჯილდო რევაზ ჩხეიძეს კაპიტოლიუმის იუპიტერის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომში, 1966 წელს.
*1970 წელს რევაზ ჩხეიძეს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის ლენინური კომკავშირის პრემია. 109 4-ს მოსწონს
|