x
მეტი
  • 13.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515198
10 საინტერესო ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

ადამიანებს, როგორც წესი, ყველაფერი ახალი და უნიკალური იზიდავს. სწორედ ამიტომ, ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა. ერთი შეხედვით, ზოგი მათგანი, დამაჯერებლად არ გამოიყურება და ზოგმა, შეიძლება, გაგვაოცოს კიდეს... შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ბევრი უცნაური ფაქტი ვიცით, თუმცა, უამრავი ისეთი რამეს არის, რის შესახებაც არასდროს გვსმენია. მაგ., აქ წარმოდგენილი 10 ფაქტს შესახებ.


1. ნიანგებს ხეებზე ასვლა შეუძლიათimage


2014 წ. ნოქსვილში, ტენესის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, პროფ. ვლადიმერ დინეცის ხელმძღვანელობით, სამ კონტინენტზე – აფრიკაში, ჩრდ. ამერიკასა და ავსტრალიაში, ნიანგების ოთხ განსხვავებულ სახეობაზე აწარმოვა დაკვირვება. მათ შენიშნეს, რომ იმ ფონზე, რომ ნიანგებს, ხეებზე ასასვლელად აუცილებელი, რაიმე სახის თვალსაჩინო მორფოლოგიური ადაპტაცია არ გააჩნია, ხეზე საკმაოდ ოსტატურად ადიან. ხოლო, კვლევის შედეგი, ჟურნალ – «Herpetology Notes»-შია გამოქვეყნებულ. მკვლევარების თქმით, ნიანგები ხეებზე ადიან, რომ მზეზე გათბნენ და გარემოს დააკვირდნენ.


2. ინდოეთის ქ. ჰორაში ბანიანის (საღმრთო ფიკუსი) ხე არის, რომელიც ჰიპერმარკეტზე დიდიაimage


აჩარია ჯაგადიშის ჩანდრა ბოსას ბოტანიკურ ბაღში, რომელიც 1786 წ. რობერტ კიდსმა დაარსა, ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, დიდი ბანიანის ხე იზრდება, რომლის ასაკი 255 წელს აღემატება. ის 14, 500 კვ. მ. მეტ ფართობს მოიცავს და ამ მაჩვენებლით, მსოფლიოში, რეკორდსმენის. ხის მიერ დაკავებული ტერიტორია იმდენად დიდია, რომ საშუალო ჰიპერმარკეტის ფართობს აღემატება და რა თქმა უნდა, საკუთარი ზომის წყალობით, გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.


image


დიდ ბანიანის 4000-ზე მეტი საყრდენი ფესვი აქვს და შორიდან, ტყეს ჰგავს. წლების მანძილზე, ხემ ბევრი რამ ნახა. ის 1864 და 1867 წლებში, ორ ძლიერ ციკლონს გადაურჩა. 1925 წელს კი, სოკოვანი ინფექციის გამო, მთავარი ღერო გახმა. თუმცა, ამის მიუხედავად, საყრდენმა ფესვებმა მთელი ხის შეინარჩუნა შეძლეს. ხე ზრდას დღესაც აგრძელებს და თანდათანობით, აღმოსავლეთისკენ ვრცელდება.


3. ყოველწლიურად, სამი მილიონი ფრანკის ღირებულების ოქრო და ვერცხლი შვეიცარიის კანალიზაციაში ხვდებაimage


შვეიცარიაში 2017 წ. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად, 43 კგ. ოქრო და 3000 კგ. ვერცხლი კანალიზაციაში ხვდება. ჩამდინარე წყლებში მოხვედრილი ძვირფასი ლითონების რაოდენობა სამ მილიონ ფრანკად არის შეფასებული. კვლევა შვეიცარიის გარემოს დაცვის ფედერალური ოფისის დაკვეთით ჩატარდა და მისი დასკვნები, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მკვლევრებმა 64 ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან ამოღებული ნალექი შეისწავლეს. ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, ტექნიკურ და სამედიცინო სფეროებში გამოიყენება და გამდინარე წყლებში, იმ ქარხნებიდან ხვდება, სადაც ამ ლითონების გადამუშავება ხდება.


4. სისხლს მხოლოდ მდედრი კოღოები სვამენimage


საქმე იმაშია, რომ კოღოებს სისხლის გარეშე, გამრავლება არ შეუძლიათ. იმისთვის, რომ მდედრის ორგანიზმში კვერცხუჯრედები წარმოქმნას, გარკვეული ამინომჟავებია საჭირო, რომელიც მწერს ბუნებრივად არ გააჩნია და ის სხვაგან უნდა მოიპოვოს.


5. ხის გადარჩენის ოპერაციაimage


ეკო. აქტივისტი ჯულია «პეპელა» ჰილი 738 დღე 1500 წლის კალიფორნიულ სეკვოიას ხეზე ცხოვრობდა. თან ისე, რომ მიწაზე არასდროს ჩამოსულა. მიზეზი კი, ხის მოჭრისგან გადაერჩინა იყო... და გადაარჩინა კიდეც.



6. ჩვენს ორგანიზმში დიდი სიმჭიდროვეაimage


ჩვენს ორგანიზმში, ჰაერით ან რაიმე სახის სითხით სავსე სივრცეები არ არსებობს: შინაგანი ორგანოები ისეა «ჩალაგებული», რომ მაქსიმალურად მჭიდროდ იყოს ერთმანეთთან.


7. ფუტკრებს და კრაზანებს ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლიათimage


ფუტკრებს და კრაზანებს ადამიანის სახეების ამოცნობა შეუძლიათ. ინფორმაცია ამის შესახებ, გამოქვეყნებულა ჟურნალ – «Frontiers in Psychology»-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. უფრო მეტიც, როგორც ზოოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის ექსპერიმენტმა აღნიშნეს, მწერები ამას ისევე აკეთებენ, როგორც ჩვენ – ისინი სახეს მთლიანობაში აღიქვამენ და არა ცალკეული ელემენტების სახით.


8. სატურნსა და იუპიტერზე ალმასის წვიმა მოდისimage


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ პლანეტების ატმოსფეროში, მაღალი წნევის გამო, მეთანი ნახშირბადად გარდაიქმნება, ხოლო შემდეგ, ალმასებად კრისტალდება. სატურნსა და იუპიტერზე მილიონობით ტონა ძვირფასი ქვა არის... და არც ერთი საიუველირო მაღაზია.


9. მთები «იზრდებიან», მაგრამ ქვები «კვდებიან»image


ჰიმალაის მთები ტექტონიკური ფილების შეჯახების გამო, წელიწადში რამდენიმე მილიმეტრით მაღლა იწევს. მაგრამ, პარალელურად, ქვები ეროზიას განიცდის და დროთა განმავლობაში, ქრება.


10. ადამიანის დნმ, 60%-ით, ბანანის დნმ-ის იდენტურიაimage


ჩვენ ბუნებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე გვგონია... დედამიწაზე მთელი სიცოცხლე, ერთი და იგივე «აგურით» არის აგებული. უბრალოდ, განსხვავებული თანმიმდევრობით და კომბინაციით.


გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* 20 საინტერესო ფაქტი ავტომობილების შესახებ

* ნუ გააკრიტიკებთ, ნუ განიკითხავთ, ნუ იწუწუნებთ – რჩევები რომელიც სხვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

* "მიწისქვეშა მდინარე" შავ ზღვაში

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
391
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0