x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142347
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
აშშ-ში მამაკაცს სამი ოფიციალური ცოლი ჰყავდა, ისე რომ ქალებმა ამის შესახებ არ იცოდნენ
image

აშშ-ის ფლორიდის შტატში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ერთდროულად სამ ქალზე იყო დაქორწინებული. ABC News-ის ცნობით, ის თითოეულ მათგანს ფულის გამო ატყუებდა.


ჰენრი ბეტსი უმცროსის პირველი ცოლი ტონია იყო. მან თქვა, რომ მამაკაცი აპლიკაცია Tinder-ით გაიცნო. ტონიას თქმით, ჰენრი მისთვის იდეალური მამაკაცი ჩანდა. ისინი 2020 წლის ნოემბერში დუვალის ოლქში დაქორწინდნენ.


2022 წლის თებერვალში ჰენრი მეორედ დაქორწინდა მანატის ოლქში. მან რომანი გააბა გოგონასთან, სახელად ბრენდი, ის გაიცნო Stir აპლიკაციით, რომელიც მარტოხელა მშობლებისთვისაა შექმნილი. ბრენდიმ აღიარა, რომ ჰენრი მისთვის შესაფერის მამაკაცად მიაჩნდა.



ჰენრიმ მესამე ცოლი Match.com აპლიკაციაში იპოვა. მიშელი მისი დელიკატური ქცევით და თავაზიანობით მოიხიბლა და ძალიან მალე დათანხმდა ქორწინებას.მათი ქორწილი ერნანდოს ოლქში შედგა.

image

ფოტოზე: ჰენრი მესამე ცოლთან-მიშელთან ერთად


ჰენრის საიდუმლო ცხოვრება, პირველმა ცოლმა ტონიამ გამოაშკარავა. ის ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ქმრის შესახებ და წააწყდა მონაცემებს მისი სხვა ქორწინებების შესახებ. ქალი დაუკავშირდა ბრენდის და მიშელს და ისინი ერთად წავიდნენ პოლიციაში. ჰენრი დააკავეს.


პოლიციამ პრობლემა ოლქებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობით ახსნა. ქორწინება ძალიან მარტივი იყო, რადგან არავინ იცოდა, რომ ჰენრი უკვე დაქორწინებული იყო. მას პოლიგამიაში დასდეს ბრალი.


ქალები ვარაუდობენ, რომ ჰენრის ისინი ფულის სანაცვლოდ სჭირდებოდა. მან მეუღლეებთან ერთად გახსნა ერთობლივი საბანკო ანგარიშები და როგორც ჩანს, შემდგომში მათგან ალიმენტის მიღება სურდა. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა შემოსავლის წყარო და არც ბანკებში შენახული დანაზოგი. თუმცა, მამაკაცმა დანაშაული არ აღიარა. ცოტა ხნის წინ, ქალებმა ჰენრის პროფილი კიდევ ერთ გაცნობის აპლიკაციაში, Bumble-ში იპოვეს.

0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0