x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-ნაწილი 15
imageზურა ოქროპირიძე იგონებს:

„ოთხი გურული „ძელეცი“ მოსკოვში საქმის მოსაგვარებლად ჩავიდა. მოაგვარეს და შუადღეს რესტორანში შევიდნენ სასაუზმოდ. თან, ორი ბოთლი ღვინო შეუკვეთეს. შემდეგ კიდეგ – ორი. უზარმაზარ დარბაზში, ბოლოში ვიღაც ქალი და კაცი ისხდნენ. გურულები რომ შექეიფიანდნენ, ერთ-ერთი მუსიკოსებთან მივიდა და სიმღერა შეუკვეთა, მაგრამ უთხრეს: ჯერ შეკვეთები გვაქვს და თქვენსას მერე დავუკრავთო. მოკლედ, სულ სომხურ-აზერბაიჯანულს უკრავდნენ. დაინტერესდნენ, რა ხდებაო, ერთ-ერთი იმ წყვილთან მივიდა და თავისი ნაცნობი გურული არ დახვდა? ჰკითხა, შენ უკვეთავო? კიო, – უპასუხა იმან. რატომო და იმ გურულმა უთხრა: გუშინ ეს ქალი შევაბი, მაგრამ ისე დავთვერი, რომ არაფერი გამომივიდა და ქართველებზე ცუდი წარმოდგენა რომ არ ჰქონდეს, იფიქროს, ვითომ არაქართველი ვარო“.



ნიკა ნარსია ყვება:

„ერთი ნარკომანი იყო, ეგრეთ წოდებული, „კრაკადილშიკი“. მამამისთან სულ ჩხუბი ჰქონდა ამის გამო. ერთხელ ამ „კრაკადილშიკმა“ ახალი ტანსაცმელი შეიძინა – ყველაფერი „ლაკოსტას“ ფირმის. მივიდა სახლში, მამამისის წინ დადის და თავს იწონებს. მამა კი გაზეთს კითხულობს. გახედა შვილს და მაისურზე ნიანგის ლოგოა. შარვალსა და ბოტასებზეც – იგივე და გამწარებულმა უთხრა: ფორმებსაც გირიგებენ, შენი დედაო...“




კოტე მჟავია ყვება:

„ერთ ჩემს მეზობელს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ცოლად შეირთო ჩემმა ნათესავმა. ერთ-ერთ მის გოგოს ოზურგეთელი ბიჭი ეძლეოდა. იმ კაცმა თავისი სიძე დაიბარა და ეუბნება: გამოსული ბიჭი ხარ და გამიგე, ის კაცი როგორია, რა ოჯახის შვილია ან ნარკომანი ხომ არაა... მეშინია ჩემი გოგო ცუდ კაცს არ მივათხოვოო. თან სუფრასთან სხედან და სვამენ. სიძემ ჰკითხა: მე როგორი სიძე ვარო? – შენი ნახევარი რომ იყოს ის კაცი, რაღა მიჭირსო... სიძემ კი უთხრა: ჰოდა, თუ ასეა, მაშინ დანარჩენებიც მომათხოვე და ერთ კაცთან გექნება საქმეო“.


წინა ნაწილები იხილეთ <ამ ბმულზე>




0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0