საქართველო რამდენჯერ სცადეს სტალინის მოკვლა? 8 მაისი, 15:00 ![]() ავტომობილი, სადაც სტალინი მანამდე იჯდა ხიდზე გადასვლის დროს აფეთქდა და შემდეგ ხევში გადაიჩეხა. ![]() ***რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე 1933 წელს რიწაში იახტით გასეირნების დროს მესაზღვრეებმა იახტის მიმართულებით სროლა ატეხეს, რა დროსაც ბერია ბელადს სხეულით გადაეფარა, სტალინმა შემდგომ ლოგიკურად იფიქრა, რომ თავდასხმები შესაძლოა თავად ბერიას მოწყობილი იყო. ![]() ***1935 წელს სტალინი ისევ ეწვია საქართველოს, თუმცა ამჯერად არა დასასვენებლად, არამედ დედის მოსანახულებლად, თუმცა უშიშროებამ შეიტყო, რომ მზადდებოდა შეთქმულება, რის გამოც ბელადმა სასწრაფოდ დატოვა საქართველო.ქართველი გამოცდილი ბოლშევიკები მიიჩნევდნენ, რომ სტალინმა ლენინის გზას უღალატა და იგი უნდა მოეკლათ პირველსავე ხელსაყრელ დროს. ![]() ![]() ![]() ***1944 წელს გერმანელების მხრიდან კიდევ ორი სპეცოპერაცია იყო დაგეგმილი, აგენტებს ფარულად უნდა შეეღწიათ კრემლში და სტალინი ნაღმზე უნდა აეფეთქებინათ, რომელიც მომცრო პორტფელში იყო ჩამონტაჟებული.ოპერაცია უნდა შეესრულებინათ ყოფილ საბჭოთა ოფიცერს პოლიტოვ-ტავრინს და მის საყვარელს ადამიჩევა-შილოვას. გეგმა ჩაიშალა რამდენიმე გარემოების გამო, პირველი ის, რომ დივერსიული თვითმფრინავი ჩამოაგდეს სხვა ადგილზე და არა იქ, სადაც გათვალისიწინებული იყო, მეორეც პოლიტოვმა ისეთი ბლოკ-პოსტები გაიარა, სადაც დოკუმენტებს მკაცრად ამოწმებდნენ და მაშივე ეჭვი გამოიწვია... საბოლოოდ პოლიტოვი აიძულეს, გერმანელებისთვის წერილები მიეწერა, თითქოს და სპეცოპერაცია წარმატებით მიდიოდა და სტალინის ლიკვიდაცია დღე-დღეზე მოხდებოდა. ბელადი ძალზე კმაყოფილი დარჩა საბჭოთა დაზვერვის მუშაობით, რაც კუტუზოვის სახელობის I ხარისხის ორდენის დაჯილდოებით გამოიხატა. ![]() 269 2-ს მოსწონს
|