x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
სიყვარულის სახელით: ქალმა წელი 33 სმ-მდე დაიწვრილა ქმრის ახირების გამო
ეთელ გრეინჯერი პიტერბოროდან, რომელიც მდებარეობს კემბრიჯშირის საგრაფოში, ინგლისში, მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, როგორც XX საუკუნის ყველაზე წვრილი წელის მქონე ქალი, რომლის წელი სულ რაღაც 33 სმ იყო! ამ მდგომარეობამდე იგი ქმრის ფანტაზიებმა და ფეტიშებმა მიიყვანა, რომელიც წვრილი წელით იყო შეპყრობილი.

მეუღლის გულის მოსაგებად, ეთელს მთელი ცხოვრების განმავლობაში კორსეტი არ გაუხდია.



image



ეთელ გრეინჯერის ახალგაზრდობამ გაიარა 1920-იან წლებში, როდესაც მოდაში იყო უფორმო კაბები, ხოლო ქალები მოკლე თმით ცოტათი ბიჭებს ჰგავდნენ. ეთელი სრულიად ჩვეულებრივი გოგონა იყო, სანამ 1928 წელს ასტრონომ უილიამ არნოლდ გრეინჯერზე არ დაქორწინდა.




image



ერთხელ, როცა ცოლს ეხუტებოდა, უილიამმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი წელი კორსეტში ეგრძნო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეთელმა დაიწყო ნაკლები ჭამა და კორსეტის მჭიდროდ მორგება. მეუღლე ისე აღფრთოვანდა, რომ შესთავაზა კორსეტი 24 საათის განმავლობაში არ მოეხსნა. ხანგრძლივი თხოვნის შემდეგ ეთელი დათანხმდა კორსეტით დაძინებას. რამდენიმე წლის შემდეგ ეთელ გრეინჯერის წელი 58-დან 33 სმ-მდე შემცირდა და ქალი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.



image



როდესაც ეთელი ქმრის თხოვნას დათანხმდა და კორსეტის ტარება დაიწყო, უილიამს ახალი ფანტაზიები გაუჩნდა. ცოლს მოუწია შეუსაბამოდ მაღალი ქუსლების ტარება და ყურების რამდენიმე ადგილას გახვრეტა რამდენიმე წყვილი საყურეს გასაკეთებლად.



image



და ბოლოს, „მშვენიერი“ იმიჯისთვის, ქმარმა ეთელს ცხვირი გაუხვრიტა. ამ პროცედურის დროს ცოლს თვალები აუხვია და ვერცხლის ნემსით გაუხვრიტა ძგიდე ნესტოებს შორის. ნესტოებთან იგივე გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე მოხდა, სანამ პირსინგი ახალგაზრდებში პოპულარული გახდებოდა.



image



ეთელ გრეინჯერის ფოტოსესია ჟურნალისთვის Vogue:



image



სხეულზე არაბუნებრივი მანიპულაციების მიუხედავად, ეთელ გრეინჯერმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. ის 1982 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.



image



2011 წელს ჟურნალმა Vogue Italia გამოაქვეყნა ფოტოსესია „ეთელ გრეინჯერის სტილში“. გროტესკულმა ფოტოებმა არაბუნებრივი წელით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია თანამედროვე მოქალაქეებში.



image



ფოტოსესია „ეთელ გრეინჯერის სტილში“ 2011 წელს:



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

ცხოვრება თანამედროვე ჰარემში: ნავთობის პრინცის ყოფილი ხარჭის აღიარება

იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა

70 წელი ერთად და მაინც განქორწინება: 99 წლის იტალიელმა ცოლის საიდუმლო გაიგო

ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს

50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო - მოსმენილმა გონება დააკარგვინა

0
201
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
201