x
image
Yoona
Mediator image
8 წიგნი სიყვარულზე მოწიფულ ასაკში, რომელთა ხელახლა გადაკითხვა მოგინდებათ
image



სიყვარულს ასაკი არ აქვს. ყველას გაგვიგია ეს ფრაზა, თუმცა ლიტერატურაში, ძირითადად, ახალგაზრდების რომანტიკულ ისტორიებს ვხვდებით. მოწიფულ სიყვარულში იმდენი სიბრძნე და სიღრმეა, რაც მიუწვდომელია ახალგაზრდობისთვის, ამიტომ, შევარჩიეთ 8 წიგნი, სადაც მწერლები მოგვითხრობენ მოწიფული სიყვარულის სილამაზეზე, რომელიც სხვადასხვა გმირების ბედის საშუალებით ვლინდება. ყველა ეს პერსონაჟი სულითა და გამოცდილებით ბევრისთვის ახლოს იქნება.



ჰელენ ფილდინგი „ბრიჯიტ ჯონსი: ბიჭზე გაგიჟებული“

image



20 წელი გავიდა, ბრიჯიტ ჯონსი კი ისევ სასოწარკვეთილად ითვლის კალორიებს და ჯიუტად, თუმცა რამდენადმე წარუმატებლად, ცდილობს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას. მაგრამ ეს მთავარი არ არის: ის კვლავ ცდილობს იპოვოს თავისი სიყვარული. და, როგორც ადრე, მომხიბვლელ და ცოტა არ იყოს უთავბოლო ბრიჯიტს ორი კანდიდატი ჰყავს რჩეულის როლზე. ვის აირჩევს საბოლოოდ?



რას ამბობენ მკითხველები?




„წიგნი ძალიან ამაღელვებელი მომეჩვენა, ზოგან სასაცილოც! ბრიჯიტის ყველა განცდა ისე მახსენებდა საკუთარს, რომ ხანდახან ვკითხულობდი და ცრემლები მადგებოდა თვალებზე“



„ადვილად იკითხება, ბევრი იუმორია. ზოგიერთ მომენტში ხმამაღლა ვიცინოდი. ასევე გაიძულებს დაფიქრდე იმაზე, თუ რა არის ბედნიერება. და უფრო მეტად დააფასო ყოველი წამი“



პიერ აბელარი „ვარამთა ისტორია“

image



პიერ აბელარი, შუა საუკუნეების ცნობილი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ თავისი ფილოსოფიური ტრაქტატებით, არამედ ახალგაზრდა მოსწავლის, ელოიზას მიმართ აკრძალული სიყვარულით. 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად პატივცემულ მასწავლებელსა და ახალგაზრდა მოსწავლეს შორის ვნებიანი გრძნობები გაღვივდა. ფილოსოფოსმა მისი ბიძისგან, ფლობერისგან მიიღო ნებართვა, მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, ელიოზისთვის მეცნიერება და ლიტერატურა ესწავლებინა. შეძლებენ ამ სიყვარულის შენარჩუნებას, თუ ბიძა ხელს შეუშლით? მოვლენები შუა საუკუნეებში ხდებოდა, თუმცა გრძნობების სიმძაფრე და სასიყვარულო განსაცდელები დღემდე აწუხებს მკითხველს. ეს არის ამბავი დაუოკებელი გრძნობების შესახებ და იმის შესახებ, თუ რას გადიან შეყვარებულები ერთად ყოფნისთვის.



რას ამბობენ მკითხველები?



„ეს საოცარი ისტორიაა, რომლის მიხედვითაც შესანიშნავი ფილმის გადაღება შეიძლებოდა“



გუსტავ ფლობერი „მადამ ბოვარი“

image



რომანი, რომელიც დღემდე იწვევს მწვავე დებატებს. მთავარი გმირი ემა ისწრაფვის ნათელი ემოციებისა და სიმდიდრისკენ. თუმცა, ქორწინების შემდეგ, ხვდება, რომ რომანტიკული ისტორიები, რომლებიც წიგნებში აღბეჭდილია, არასოდეს ახდება და მოსაწყენ შარლთან ერთად გაზომილი და პირქუში ცხოვრება ელის. ამ უკანასკნელმა გმირს უბიძგა ქორწინების გარეშე კავშირისკენ. შეძლებს სიყვარულის პოვნას ქორწინების გარეშე და ნანატრი ბედნიერების მიღწევას?

მწერალი თავისი ქარაფშუტა გმირის მეშვეობით წამოჭრის მარადიულ სასიყვარულო დილემას - დაკმაყოფილდე შენი ხვედრით, რაც არ უნდა უღიმღამო და ჩვეულებრივი იყოს ის, თუ ისწრაფოდე ნათელი ემოციებისკენ და შეეცადო მიაღწიო მიუღწეველს, რისკის ქვეშ დააყენო შენი სახელი და არა მხოლოდ.



რას ამბობენ მკითხველები?



„ეს არის ერთ-ერთი იმ წიგნთაგანი, რომელმაც ღრმა გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. მორალი? იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ და იმით, სადაც ხართ!“



ანდრე მორუა „სექტემბრის ვარდები“

image



სიუჟეტი ვითარდება ცნობილი მწერლის, გიიომ ფონტენის გარშემო, რომელიც წარმატებულ ქორწინებაშია და ცხოვრებით კმაყოფილია. თუმცა, მალე გახდება ცბიერი ახალგაზრდა მსახიობის მსხვერპლი, რომელიც მის წონასწორობას შეარყევს. მანამდე მწერალი შემჩნეული იყო ღალატში, რის შესახებაც მისმა ცოლმა, პოლინამ იცოდა. უკანასკნელს არ ეგონა, რომ სამხრეთ ამერიკაში, სადაც ლექციის წასაკითხად მიიწვიეს, ქმარი სხვა ქალთან რომანის გაბმას მოახერხებდა. თუმცა, პერუელი მსახიობი წარმატებულ მწერალს თავის ქსელში ახვევს. ვინ გაიმარჯვებს ბოლოს - ახალგაზრდა ინტრიგანი თუ ცოლი?

ავტორი ხაზს უსვამს შუა ხნის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს და მსჯელობს იმაზე, თუ როგორ მოახერხო ქორწინების შენარჩუნება გარეგანი ცდუნებების მიუხედავად.



რას ამბობენ მკითხველები?



„ძალიან მომეწონა ეს წიგნი. თავს სიუჟეტში ჩაფლულად ვგრძნობდი, გმირებთან ერთად განვიცდიდი და შესანიშნავად წარმოვიდგინე პეიზაჟები“



ართურ გოლდენი „გეიშას მემუარები“

image



წიგნი მოგვითხრობს იაპონელი ქალის ცხოვრების ისტორიაზე, რომელიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ გეიშა გახდა. თავისი ცხოვრების პირველი დღიდან გმირი გადიოდა სირთულეებს და აწყდებოდა ადამიანების სისასტიკეს. მხოლოდ ერთხელ ქუჩაში უცნობმა მისცა მას ფული და ცხვირსახოცი. ვინ არის ეს კაცი და რატომ გაუწია უმიზეზოდ ასეთი მომსახურება? მალე აღმოჩნდება, რომ ეს პერსონაჟი რადიკალურად შეცვლის გმირის ცხოვრებას უკეთესობისკენ. წიგნი არის რთული ცხოვრებისეული მოვლენების შესახებ, რომელსაც გმირი გადიოდა და იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო მანსიცოცხლის ბოლოს სიყვარულის პოვნა. არასდროს არ არის გვიან ყველაფრის თავიდან დაწყება, მაშინაც კი, როდესაც ცხოვრების ნახევარი უკვე გავლილია.



რას ამბობენ მკითხველები?



„დიდი ხანია წიგნიდან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. მოულოდნელმა მოვლენათა მორევმა მთლიანად წამიღო, წიგნის კითხვისას გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი“



„ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... როცა სტრიქონს სტრიქონზე ვკითხულობდი, თავს ვიჭერდი იმაზე ფიქრში, რომ ყველაფერი მავიწყდებოდა და სრულიად სხვა სამყაროში ვიძირებოდი“



„წიგნი მხოლოდ იმიტომ ავიღე, რომ ფილმი უკვე ნანახი მქონდა და სიუჟეტი ვიცოდი და არ ვინანე. დიდი ხანია არ წამიკითხავს წიგნი გვიან ღამემდე და სამსახურში მალულად“



ირვინ შოუ „ლუსი კრაუნი“

image



ლუსი და ოლივერი ბედნიერი წყვილია. ვერავინ იფიქრებდა, რომ მათ კავშირს რაიმე დაემუქრებოდა. თუმცა, ახალგაზრდა გუვერნიორი კარდინალურად ცვლის გათხოვილი ქალის ოჯახურ ცხოვრებას. მხოლოდ ერთი ზაფხული დასჭირდა ოჯახური წყვილის ქორწინების შერყევას. მაგრამ რა არის უფრო საშინელი: თავად ღალატი თუ ის ფაქტი, რომ ვაჟი გახდა წარმავალი რომანის მოწმე? როგორ შეიცვალა გმირის ცხოვრება ამის შემდეგ, დიდებული დრამატურგისა და მწერლის წიგნის გვერდებზე შეიტყობთ.



რას ამბობენ მკითხველები?



„წარმოუდგენლად დამაინტრიგებელი წიგნია! ერთი ამოსუნთქვით იკითხება! ძალიან მგრძნობიარედ არის გადმოცემული ქალურობის ფსიქოლოგია, მთავარი გმირების შინაგანი პროტესტი, ნათლად არის ნაჩვენები შინაგანი ოჯახური ურთიერთობები. რეკომენდაციას ვუწევ“



გეილ ჰანიმენი „ელეანორ ოლიფანტი სრულიად კარგადაა“

image



შოტლანდიელი მწერალი მოგვითხრობს 30 წლის მარტოხელა ქალის ცხოვრებაზე, რომელიც თვითგამორკვევის რთულ გზას გადის. წარსული გმირს ღიად გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. ის დათრგუნული, ჩაკეტილია და ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს. მაგრამ ერთ დღეს, შემთხვევით მოგებული ბილეთის დახმარებით, როკ-ვარსკვლავის კონცერტზე ხვდება, რაც მისთვის ზრდის წერტილი ხდება. ნუთუ გვიანია ამ ასაკში შეყვარება და როკ-ვარსკვლავებით შთაგონება? აბსოლუტურად არა - პასუხობს გმირი. მაგრამ ნუთუ ეს არის ის, რასაც ის ეძებს? პარალელურად, მის გვერდით არის მისი კოლეგა, რომელიც სირთულეების გადალახვაში ეხმარება და მისი ბედით დაინტერესებულია.

წიგნში ავტორი მარტოობის, იზოლაციის თემებს წამოჭრის და აჩვენებს მიჯაჭვულობისა და სიყვარულის სხვადასხვა სახეებს, რომელთაც თითოეული ჩვენგანი გადის ცხოვრების განმავლობაში.



რას ამბობენ მკითხველები?



„მადლობა, ელეანორ ოლიფანტ. მადლობა, რომ გამომიყვანე ჩემი მკითხველის კრიზისიდან. მადლობა, რომ ასეთი სასაცილო, ასეთი სევდიანი, ასეთი ჭკვიანი, ასეთი პირდაპირი ხარ. მადლობა, რომ ლიტერატურული პერსონაჟი ხარ, რომელიც სამუდამოდ იცოცხლებს ყველა იმ ადამიანის გულში, ვინც გკითხულობს“



გაბრიელ გარსია მარკესი „სიყვარული ჟამიანობის დროს“

image



წიგნი მოგვითხრობს ორ გმირზე, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. თუმცა, ფერმინა მამის დაჟინებული თხოვნით პატივცემულ ექიმ ურბინოზე ქორწინდება. ხოლო ფლორენტინო პირობას დებს, რომ ერთგული იქნება და დაელოდება მას. შეძლებენ კი ისინი მომავალში ცხოვრების დაკავშირებას და რამდენად ბედნიერები იქნებიან ერთად?



რას ამბობენ მკითხველები?



„შოკში ვარ წაკითხული ნაწარმოებისგან. გმირებზე ღელავ და თანაუგრძნობ მათ მთელი კითხვის განმავლობაში. მთელი ღამე არ მიძინია.“



„ეს წიგნი პორტალია ჩემს ახალგაზრდობაში, საუკეთესო მეგობართან ერთად კითხვაში და ჩვენს ცხარე დისკუსიებში სიყვარულზე შემოდგომაზე კაფეში. კიდევ უფრო მძაფრად გრძნობ დროის სვლას და მის დაუნდობლობას, რაზეც ავტორი წერს.“



ასევე დაგაინტერესებთ:

კლასიკური სასიყვარულო რომანები, რომელთა წაკითხვა ღირს

მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია

ციტატები ჯორჯ ორუელის წიგნიდან „1984“, რომელიც გაიძულებთ ინანოთ, რომ უფრო ადრე არ წაიკითხეთ

ნიჭიერად დაწერილი წიგნების ეკრანიზაცია, რომლებმაც „ოსკარი“ დამსახურებულად მიიღეს

ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს


0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
116