სიახლეები რა ვალდებულება აქვს ტურისტულ სექტორს 2025 წლის 1 იანვრიდან 8 მაისი, 0:50 ![]() ტურისტულმა სექტორმა ახალი წლიდან სრულიად ახალი კანონი მიიღო. საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონზე მუშაობა, ბოლო რამდენიმე წელი მიმდინარეობდა და ახალი კანონით შემოღებული იქნა მნიშვნელოვანი რეგულაციები, მათ შორის ბიზნესსოპერატორად რეგისტრაცია. 2016 წლის სექტემბრიდან "საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საჯარო რეესტრის სისტემაში შეიქმნა ახალი რეესტრი, რომელიც მოახდენს ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციას. ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნულიკლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი წარმოადგენს რეგისტრირებულ ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის შესეხებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემების ერთობლიობას. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი განახორციელებს მეწარმეების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ეკონომიკურ საქმიანობათა და მათიგანხორციელების ადგილის (მისამართის) შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ეკონომიკურ საქმიანობათა სახეები იყოფა ორ კატეგორიად: 1. სავალდებულო სარეგისტრაციო - საქმიანობათა ის სახეები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. 2. ნებაყოფლობითი - საქმიანობათა სახეები, რომლის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. 2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ეკ.საქმიანობას დაემატა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ტურისტული საქმიანობის განმახორციელებლი სუბიექტები. თავის მხრივ კანონი განმარტავს რომ : ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი, ტურისტული გიდი, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. აღნიშნული ცვლილებებით ტურისტული საქმიანობის განმახორცელებელი სუბიექტები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ ეკ.საქმიანობათა რეესტრში, ხოლო საჯარო რეესტრი ვალდებულია რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუდაინტერესებული პირი არ წარმოადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.რაც შეეხება ვადას და საფასურს ეკ.საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია : ორი სამუშაო დღის ვადაში – 39 ლარი;• ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 26 ლარი (აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერისმომზადება); გაითვალისწინეთ რომ :ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე −გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ იხ.ტურიზმის შესახებ საქართვლოს კანონში. ![]() 20 შეფასება არ არის
|