x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
რუსებმა საომარ ზონაში ჩრდილო კორეული "ჩუჩხე-100"-ის კადრები გამოაქვეყნეს (ვიდეო)
image

რუსეთ-უკრაინის საომარ ზონაში ჩრდილოეთ კორეის მრავალჯერადი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ჩუჩხე-100“ გამოჩნდა. სამხედრო კორესპონდენტმა ალექსანდრე კოტსმა მისი მუშაობის კადრები გამოაქვეყნა.


გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს გზაზე მდგომი საბრძოლო მანქანა, რომელიც სამიზნეს რაკეტებს ესვრის. თუმცა, არ არის(და არც იქნება) მითითებული ადგილმდებარეობა, სადაც ჩრდილოეთ კორეული ტექნიკა ბრძოლაში ჩაერთო.


სამხედრო კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო დრონებთან ერთად, "ჩუჩხე"-100-ს შეუძლია დაეხმაროს რუს სამხედროებს ისეთი „მსუქანი“ სამიზნეების განადგურებაში, როგორიცაა HIMARS MLRS, Patriot-ი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, შტაბი და ფრონტის ზურგში განლაგებული კომუნიკაციები.



„და რაც მთავარია, ამ სისტემის საბრძოლო მასალა დიდხანს გგვეყოფა - ჩვენს კორეელ მოკავშირეს ჭურვების წარმოება კარგად აქვს განვითარებული“, - წერს კოტსი.

როგორც ჩანს რუსები ჩრდილოეთ კორეულ ტექნიკაზე დიდ იმედებს აყენებენ, გამოცემა "Царьград"სამხედრო მიმომხილველ ვლად შლეპჩენკოს მიაჩნია, რომ ჩრდილო კორეული ტექნიკა, მნიშნელოვან წინააღმდეგობას გაუწევს "ნატოს" არტილერიას.


"ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამედროვე არტილერიისა და სარაკეტო სისტემების მიწოდება რუსეთს საშუალებას მისცემს, დიდწილად გაანეიტრალოს "ნატოს" არტილერიის უპირატესობა სიშორის და სიზუსტის მხრივ, რაც დაუყოვნებლივ მოგვცემს საშუალებას ეფექტური კონტრშეტევები განვახორციელოთ"-აღნიშნა შლეპჩენკომ.

1
237
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
237
  
მოკლედ რაც ეს ომი დაიწყო მიდის რუსეთის და რუსების სამხედრო პოტენციალის დაკნინება, ჯერ სამ კვირაში უმთავრდებოდათ სამხედრო მარაგი შემდეგ სამ თვეში, შედეგ ექვს თვეში, ურსულამ რუსები სარეცხი მანქანებიდან აძრობენო ჩიპებს და ასეთი მრავალი სისულელე. სინამდვილეში კიმმა სთხოვა რუსებს მიეცათ საშუალება გამოეცადათ კორეული იარაღი, ჰოდა სულელ უკრაინელებზე ცდიან კორეულ იარაღს.ასევე კიმმა სთხოვა რუსებს საშუალება მიეცათ კორეული ჯარისთვის საბრძოლო გამოცდილება მიეღოთ. კურსკში კორეელებმა მაგრად იბრძოლეს ხახოლები გამოყარეს კურსკიდან და უსერიოზულესი საბრძოლო გამოცდილება მიიღეს, რასაც დანარჩენ კორეულ არმიას გაუზიარებენ კორეაში დაბრუნების შემდეგ. ეს არის კორეელების და კორეული იარაღის ამ ომში მონაწილეობის მიძეზი და არა ის რომ რუსებს ცუდად აქვთ საქმე. ცუდად ვისაც აქვს საქმე ეს უკრაინაა მთელი დასავლეთი მაგათ ეხმარება, ომს მაინც აგებენ.
0 1 1