მამაკაცი მარტივი გზა სქესობრივი კავშირის შემდეგ ერექციის სწრაფად აღსადგენად. 7 მაისი, 14:45 ![]() სნაიდერის თქმით, ეაკულაციასა და მომდევნო ერექციის დადგომის შორის დროს რეფრაქტერული პერიოდი ეწოდება. მისი ხანგრძლივობა, სექსოლოგის განმარტებით, თითოეული მამაკაცისთვის ინდივიდუალურია და რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მერყეობს. სპეციალისტის თქმით, ასაკთან ერთად რეფრაქტერული პერიოდი იზრდება. სექსის შემდეგ უფრო სწრაფი მომდევნო ერექციისთვის, ქუინი გვირჩევს იგივე ტექნიკის გამოყენებას, რაც ჩვეულებრივ აგზნების დროს ხდება. „ყველაფერი, რაც სექსს შესანიშნავს ხდის, გამოგადგებათ, შეღწევის გარდა. შეგიძლიათ გააძლიეროთ აგზნება ფანტაზიების, ეროგენული ზონების მოფერებით ან პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭების გზით“, - აღნიშნა სექსოლოგმა. ის ასევე მამკაცებს ურჩევს კეგელის ვარჯიშების შესრულება.(იხილე ბმული) ჰანეკმა დასძინა, რომ მამაკაცის სექსუალურობისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვა: მოწევაზე უარის თქმა, ვარჯიში და ჯანსაღი კვება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არ იძლევა გარანტიას, რომ სექსუალურ აქტებს შორის პერიოდი შემცირდება. მისი თქმით, თუ სექსუალური ძალის აღდგენას მრავალი საათი ან დღე სჭირდება, მაშინ ექიმთან ვიზიტია საჭირო, რომელსაც თერაპია დაენიშნება. მან განმარტა, რომ ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად იგივე პრეპარატები ინიშნება, რაც ერექციული დისფუნქციის დროს. 576 2-ს მოსწონს
|