x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა
image

105 წლის წინ, 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთმა სოხუმის ოლქის ჩათვლით საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, საზავო ხელშეკრულებაც დადო, თუმცა, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, რუსეთმა ტრადიციულად "გადაგვაგდო."


ზავი საბჭოთა რუსეთთან

(მთავრობის ოფიციალური ცნობა)


მაისის 7-ს ღამის 12 საათსა და 20 წუთზე საქართველოს წარმომადგენელმა, დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ძირითადი მუხლები ხელშეკრულებისა შემდეგია:


1რუსეთი ყოველ პირობის გარეშე აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და თავის ნებით ხელს იღებს ყველა იმ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოს და მის მიწა-წყლის შესახებ.

2.რუსეთი ხელს იღებს საქართველოს შინაურ საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე.


3.საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს სასარგებლოდ. სხვათაშორის რუსეთი აღიარებს, რომ მთელი ბათუმის ოლქი შედის საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში.


4.საქართველო და რუსეთი პირობას სდებენ ურთიერთ შორის დაიცვან სასტიკი ნეიტრალიტეტი და ნება არ მისცენ თავ-თავიანთ ტერიტორიებზე მოხდეს ორგანიზაცია ისეთი ძალების და ჯგუფებისა, რომელნიც მიზნად დაისახავენ იარაღით შებრძოლებას და ხსენებულ რესპუბლიკებში არსებულ წესწყობილების დამხობას. თუ ხელშეკრულების დამდებ რესპუბლიკათა ტერიტორიაზე ასეთი ძალები გაჩნდება, მათ იარაღი უნდა აეყაროთ და მოთავსებულ იქმნენ განსაკუთრებულ ადგილებში.


5.საქართველოს და რუსეთს ეკონომიური ურთიერთობას, სავაჭრო ხელშეკრულების დადებამდე, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, უნდა დაედოს შემდეგი ძირითადი დებულებანი:

ა) პრინციპი ყოველმხრივად ერთმანეთის დახმარებისა.


ბ) სატრანზიტო საქონლის განთავისუფლება ყოველგვარ გადასახადისა და ბაჟისაგან.

გარდა ხსენებულ მუხლებისა არის კიდევ სხვა უფრო უმნიშვნელო მუხლები.

ხელშეკრულების სრული ტექსტი დამატებით გამოქვეყნდება.


გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1920 წლის 11 მაისი, N103


1920 წლის აპრილში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სპეციალური მისიით მოსკოვში საბჭოთა რუსეთის მთავრობასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად გაგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე, რომელიც სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა ვლადიმერ ლენინს. ამიერკავკასიელი ბოლშევიკები ღიად უპირისპირდებოდნენ საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვას, მით უფრო მაშინ, როდესაც მოლაპარაკებების პარალელურად წითელი არმია კავკასიაში სამხედრო ოპერაციას აწარმოებდა. 1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ბაქოს ფაქტობრივად უბრძოლველად აღების შემდეგ, ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა ლიდერი სერგო ორჯონიკიძე ორი კვირის განმავლობაში თფილისის აღებასაც ვარაუდობდა. გრიგოლ ურატაძის გზა თფილისიდან-მოსკოვამდე რთული აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ორჯონიკიძე და მისი ამხანაგები ღიად უშლიდნენ ხელს გადაადგილების პროცესში. ურატაძეს საქართველოს მთავრობისაგან მიღებული ჰქონდა ფართო ინსტრუქციები, თუ რისი დათმობა შეეძლო საქართველოს ზავისა და რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ.

image

გრიგოლ ურატაძის მოგონება 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

1
45
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
45
  
მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს რუსეთთან იმიტომ რომ არავითარი რუსული ოკუპაცია არყოფილა. რეალურად მარქსისტმა ბოლშევიკმა ქართველებმა საქართველოდან გაყარეს მარქსისტი მენშევიკი ქართველები ნოე ჟორდანია და მაგის სოციალ დემოკრატიული პარტია მენშევიკი მარქსისტები იყვნენ. ქართველმა ბოლშევიკმა მარქსისტებმა საქართველოს შემოუერთეს დანარჩენი რუსეთი. ამ წითელ იმპერიას ქართველი მრთავდა 31 წელი. პირველი რაც გააკეთა წითელმა იმპერიამ, ქართველებს მასიურად წერა კითხვა ასწავლა. რასაც ჟორდანიას მთავრობამ თავი ვერ მოაბა. ყვავილის საყოველთაო აცრა ჩაატარა, დააშრეს ჭაობები დაამარცხეს მალარია, ბავშვთა სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა. შეიქმნა შედევრალური კინო ხელოვნება, ეს როცა "დაპყრობილები" ვიყავით მაშინ. ეხლა "დამოუკიდებელ" "თავისუფალ" საქართველოში მთავარი კინო შედევრი ჩემი ცოლის დაქალებია. ახალგაზრდებში გამოჩნდნენ წერა კითხვის უცოდინარები. ხო იმას რატო არ ვწერთ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა დადებითად შეხვდა მაგ წითელ "ოკუპაციას".
0 1 1