x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ უწოდეს სტალინს "ბელადი“ და რა შუაშია აქ ინდიელები?

იმაზე თუ გიფიქრიათ, რატომ ეძახდნენ სტალინს ბელადს? წიგნებიდან, მხატვრული, თუ დოკუმენტური ფილმებიდან, ვიცით, რომ ბელადები ინდიელთა ტომის მეთაურები არიან და გაუგებარია, როგორ "მიიღო" საბჭოთა ლიდერმა, ეს უცნაური "სტატუსი"?.. და როგორც გაირკვა, ამ ამბავს, თავისი, საკმაოდ მოულოდნელი, ქვეტექსტი აქვს.

ფრაზა – "ხალხის ბელადი" სწრაფად გახდა პოპულარული და ბევრმა, მისი წარმოშობის შესახებ, არც კი იცოდა... და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ის ამერიკის ტერიტორიაზე დამკვიდრდა, დიდი სამამულო ომის დროს, კერძოდ, 1942 წლის იანვარში.


image


ვიდრე წითელი არმია გერმანელებს მოსკოვის მისადგომებიდან დევნიდა, აშშ-ს ტერიტორიაზე, ინდიელი ტომის წარმომადგენელთა კონგრესი გაიმართა. იმ წლებში, ინდიელთა რაოდენობა უკვე საკმაოდ შემცირებული იყო. ურბანიზაციის განვითარების გათვალისწინებით, ბელადები ხვდებოდნენ, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, მათი ასიმილაცია მოხდებოდა და ეს ხალხები თანდათანობით გაქრებოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ცენტრალიზებული გზით, პერიოდულად, ასეთი კონგრესები ჩაეტარებინათ.

და რა შუაშია აქ სტალინი? საქმე იმაშია, რომ ინდიელები, როგორც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები, წითელი არმიის გამარჯვებებით ძალიან იყვნენ შთაგონებულნი. ხოლო სტალინი, მათთვის, ხალხის ბელადის მაგალითი იყო. სწორედ ამიტომ, იმ თავყრილობაზე, ინდიელებმა, მართალია ფორმალურად, მაგრამ ერთხმად, სტალინი "ყველა ამერიკელი ინდიელის საპატიო ბელადად" აირჩიეს.

ტიტული ერთია, მაგრამ თავად ბელადისთვისაც ხომ უნდა ეცნობოს, რომ ახლა, მას უფრო მეტი ხალხი ჰყავდა. ამიტომ, მოსკოვში მას, ბელადის ეროვნული თავსაბურავი გაიგზავნა. ეს, საკმაოდ იშვიათი ჯიშის არწივის ბუმბულისგან დამზადებული გვირგვინი იყო. მაგალითისთვის, ასეთი გვირგვინი, აშშ–ში, არავის ჰქონდა. გვირგვინთან ერთად, სტალინს ასევე, ინდიელების 2 საბრძოლო ცული – "ტომაჰავკი" გაუგზავნეს.

საბჭოთა ლიდერმა ასეთი ყურადღება დიდ პატივად მიიღო, სამადლობელო დეპეშა პირადად გაუგზავნა და გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის პირობა მისცა. მაგრამ, ყველაფერი ამით დასრულდა... ინდიელების ბუმბულის გვირგვინი, რა თქმა უნდა, სტალინს არ უტარებია, რაც ლოგიკურია. მაგრამ, ფრაზა – "ხალხების ბელადი", მასებში დამკვიდრდა. 1949 წ. სტალინის 70 წლისთავთან დაკავშირებით, ეს გვირგვინი, პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა, სტალინისთვის, წლების მანძილზე, მიღებული საჩუქრების გამოფენის ფარგლებში.


imageარხის სხვა სიახლეები:


* 10 საინტერესო ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

* რა არ უნდა დავდოთ Wi-Fi როუტერის გვერდით? – 10 მთავარი შეცდომა

* 20 საინტერესო ფაქტი ავტომობილების შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
396
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0