ვარსკვლავები დასახელდა Met Gala-2025-ზე ცნობილი ადამიანების ყველაზე ცუდი ჩაცმულობები 6 მაისი, 18:36 ![]() კოსტიუმების ინსტიტუტის მეჯლისზე ყველაფერი შეუფერხებლად არ მიდის (წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაწყენი იქნებოდა). წარმოგიდგენთ კრიტიკოსების მიერ შეფასებულ მეტროპოლიტენის მუზეუმში მოწვეული ცნობილი ადამიანების “ყველაზე საეჭვო ლუქებს "
წლევანდელი Met Gala-ს თემა, „Superfine: Tailoring Black Style“, ნიშნავდა, რომ ვარსკვლავები უნდა ჩაღრმავებოდნენ შავკანიანი დენდის ისტორიას, შთაგონება მიეღოთ არქივებიდან და კინემატოგრაფიული ფოტოებიდან და გფადაეხედათ შავკანიანი მხატვრების გავლენაზე. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ნამდვილად არ გაუცრუა იმედები ანა ვენტურს და მეთ გალას საუკეთესო ლუქების სიაში მოხვდნენ. მაგრამ ამ სტატიაში, საპირისპირო უნდა წარმოგიდგინოთ: 1. საბრინა კარპენტერი მომღერლის ტრადიციული პინ-აპი სულაც არ შეეფერება Met Gala-ს წითელ ხალიჩას. რაც ორმაგად შეურაცხმყოფელია: ქარიზმატული კარპენტერისგან კონცერტის ბოდეზე გაცილებით კრეატიულს ელოდნენ. ![]() 2. ლისა მიზეზი აქაც იგივეა, რაც საბრინას შემთხვევაში. ჩაცმულობა უბრალოდ არ შეესაბამებოდა მეთ გალას კონცეპტს. ![]() 3. ვერა ვონგი
75 წლის დიზაინერი რა თქმა უნდა შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ გულშემატკივრებმა დიზაინერის გარეგნობა მაინც შემაშფოთებლად მიიჩნიეს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ღრმა დეკოლტე და უიღბლო კანისფერი პომადა ნამდვილად არ მატებს სიცოცხლეს.
![]() 4. სიმონა ბაილსი
სპორტსმენის ფიგურა უამრავი ვარჯიშის შედეგია, მისი სიამაყე და ამის წართმევა შეუძლებელია. მაგრამ ჰარბისონის კაბა სპორტულ, ტონალურ სილუეტს ისე არ ერგებოდა, როგორც საჭირო იყო.
![]() 5. დოჯა კეტი
ყველამ არ ჩათვალა, რომ მარკ ჯეიკობსის ლუქში ტინა ტერნერის იმიჯის გამეორება ერთგვარი პატივისცემის ნიშანი იყო. დოჯას იმიჯი ისედაც საკმაოდ პროვოკაციული და ფატალურია, თეატრალურობას კი ზიანის მიყენება შეუძლია. რაც სინამდვილეში მოხდა.
![]() 6. ნიკოლ შერზინგერი მომღერალი Prabal Gurung-ის კაბაში აშკარად ვერ იყო კომფორტულად, მისი ფორმები და დეკოლტე გამკვეთილი იყო და გადაადგილებაშიც ხელს უშლიდა. ![]() 7. ნატაშა ლიონი ლიონის ჩაცმულობაზე აზრი ორად გაიყო, ზოგს მოეწონა, ზოგისთვისაც გაუგებარი და ექსტრავაგანტული გახდა. კრიტიკოსებმა მაინც ჩათვალეს, რომ აქ პროპორციების სრული დისჰარმონია იყო და მაინც ყვეკაზე ცუდად ჩაცმული სელებრითების სიას შემატეს. ![]() 8. Bad Bunny Prada-ს სმოკინგი კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩანთა, თუმცა ფუფუნების სტილში, და „სადგურზე მატარებელს ველოდები“-ს პოზა დიდად არ არის მნიშვნელოვანი. ![]() 9. სერენა უილიამსი
ვენუს უილიამსმა მეთ გალას თემა შეინარჩუნა და ის მშობლიურ ტენისკორის სტილს შეუხამა - აქ ყველაფერი ძალიან კარგად იყო. სერენაც წარმატების ნახევარ გზაზე იყო: მისი Moncler-ის იმიჯი ერთდროულად დიდებულიც იყო და ჰარმონიულიც. მაგრამ მისი ლუქი მაინც ამ სიაში მოხვდა.
![]() 10. ეშლი გრეჰემი Boss ის კოსტიუმი ნაკერების ელემენტებით რა თქმა უნდა კარგად გამოიყურება, მაგრამ მოდელს არ მოუხდა. ასეთებიც ხდება. ![]() 154 1-ს მოსწონს
|