x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
ენჯის ისტორია: მან მოკლა დაქალი, შემდეგ კი გაუპატიურების ინსცენირება მოაწყო
image

Netflix-მა გამოუშვა ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც კრიმინალური ბარსელონას ბნელ ისტორიას მოგვითხრობს. 2012 წელს მარია ანხელეს მოლინას, რომელიც ანჯის სახელითაა ცნობილი, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მეგობრის, ანა პაესის მკვლელობისთვის. მან მსხვერპლის პერსონალური მონაცემები მიითვისა და მისი სახელით მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხები აიღო.


2008 წელს მარიამ თავისი 35 წლის მეგობარი, მოდის დიზაინერი ანა პაესი, ნაქირავებ ბინაში მიიტყუა. დამნაშავემ ბინა ანას სახელზე თაღლითური გზით იქირავა.


ანას დაძინების შემდეგ, მან თავზე ცელოფანის პარკი გადააფარა და წებოვანი ლენტით დაამაგრა. სექსუალური მოტივის ინსცენირებისთვის, მარიამ ბორდელიდან სპერმა იყიდა.



ესპანელმა ქალმა მოკლული ანას დოკუმენტები მიითვისა, პარიკი გაიკეთა და ბანკებს მიაკითხა, სადაც ანას სახელით რამდენიმე სესხი და სადაზღვევო პოლისი აიღო.


მოლინამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მკვლელობის დროს შოპინგზე იმყოფებოდა.


საქმე, რომელსაც მედიამ „თითქმის იდეალური დანაშაული“ უწოდა, Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში „ენჯი: ყალბი ცხოვრება, ნამდვილი დანაშაული“('Angi: Fake Life, True Crime')არის წარმოდგენილი.


მარია მდიდარი ესპანელი ბიზნესვუმენი გახდა, რომელმაც ქონება თაღლითობის გზით დააგროვა. იგი დაქორწინებული იყო წარმატებულ ბიზნესმენ ხუან ანტონიო ალვარეს ლიტბენზე. ის იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა 1996 წელს. მხოლოდ ანას მკვლელობის შემდეგ მიაქცია ხელისუფლებამ ყურადღება ხუანის სიკვდილს.


2008 წლის 19 თებერვალს მარია "პორშეთი" სარაგოსაში წავიდა, მას საკუთარი თავისთვის ალიბის შექმნა სურდა. ქალმა თითქმის ოთხი საათი იმოგზაურა, რათა ერთი წლით ადრე გარდაცვლილი მამის ფერფლი წამოეღო. იმ საღამოს ის ბარსელონაში დაბრუნდა და ანა ვახშამზე დაპატიჟა იმ ბინაში, რომელიც მეგობრის სახელზე სულ რაღაც სამი დღით იქირავა. მან სტუმარს ნარკოტიკები ჩყმად შეაპარა, შემდეგ თავზე პარკი ჩამოაცვა და წებოვანი ლენტით დაამაგრა. მოლინამ ბორდელიდან ნაყიდი სპერმა მსხვერპლის საშოსა და პირში შეუშვა, რათა გაუპატიურების შთაბეჭდილება შეექმნა.

image

თავდაპირველად, პოლიციას ეგონა, რომ პაესის სიკვდილი სექსუალურ დანაშაულს ან სადისტურ თამაშს უკავშირდებოდა. თუმცა, გამოძიების დროს გაირკვა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან მნიშვნელოვანი თანხები ჩამოიჭრა. ვიდეოთვალთვალის კამერებმა მარია დააფიქსირა, რომელიც ანას საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა.

image

ბარსელონას უზენაესმა სასამართლომ მარიას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას განთავისუფლება 2034 წელს უწევს.



მკვლელს რომანი ჰქონდა ბანკის ხელმძღვანელებთან, რომლებიც მას სესხებს ანას სახელით აძლევდნენ.


მარიას ყოფილმა საყვარელმა პოლიციას პაესის ორიგინალი პასპორტი გადასცა, რომელიც მოლინას სახლში იპოვა. ჩხრეკის დროს პოლიციამ ქლოროფორმის გაუხსნელი ბოთლი და დაზარალებულის სადაზღვევო პოლისი აღმოაჩინა.

image

სერიალი „'Angi: Fake Life, True Crime'“ ესპანურ ენაზე გადაიღეს და მისი პრემიერა 1 მაისს შედგა.


რეჟისორმა კარლოს აგულომ განაცხადა: „სასამართლო პროცესების გარდა, ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ საქმის მასალების 2000-ზე მეტი გვერდი, სისხლის სამართლის ანგარიშები და საოჯახო არქივი. ვესაუბრეთ 60-ზე მეტ პოლიციელს, კერძო გამომძიებელს და ორივე საქმესთან დაკავშირებულ პირებს. გამოძიება რთული და მრავალმხრივი აღმოჩნდა, ისევე როგორც თავად ენჯი. ეს იყო გამოწვევა, ნამდვილი სარკეებით თამაში და ვიმედოვნებთ, რომ მაყურებელიც იგივეს იგრძნობს“.

image


0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0