x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142347
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
"ახლა ჩალიჩობენ როგორმე დაითანხმონ თავმჯდომარეობაზე" – რა ინფორმაციას ავრცელებს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით აღნიშნულ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დათანხმებას ცდილობს:


"ჩემის აზრით, კობახიძე და მისი ამფსონები ძალიან დააფრთხო მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის მთლიანად “შეტენვამ”.


ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ მამაძაღლობაზეც კი ბიძინას ეხოცებოდა ხელი.


ვვარაუდობ, რომ ახლა ჩალიჩობენ როგორმე ბიძინას უკან “გადატენონ” პასუხისმგებლობა და ცდილობებ დაითანხმონ პარტიის თავმჯდომარეობაზე.



ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს. მმართველი გუნდი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.


როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, პარტიის ახალი თავმჯდომარე ღირსეული პირი იქნება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიისა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის გარდა, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებებიცაა დაანონსებული.





0
1856
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1856