x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
აფერისტების დედოფალი-"ოქროსხელება სონია"-კრიმინალური არქივიდან
image
შეინდლია-სურა ლეიბოვნა სოლომონიაკი დაიბადა 1846 წლის 1 აპრილს პოლონეთში. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან შეინდია-სურას, ანუ სოფიას, უყვარდა საკუთარი ბიოგრაფიის გაყალბება. მაგრამ მისი ქცევის ზოგიერთი მახასიათებელი მის ინტელექტუალურ ნატურას ავლენდა. მან იცოდა რამდენიმე ენა, ჰქონდა შესანიშნავი სამსახიობო ნიჭი და შეეძლო ებრწყინავდა მცირე თეატრის სცენაზე, მაგრამ ბედმა სხვაგვარად არგუნა. სოფიამ საკუთარი ტალანტი თაღლითური მიზნებისთვის გამოიყენა.


მან გვარი ბლუვშტეინი თავისი უკანასკნელი ოფიციალური ქმრის, ბანქოს "შულერის" მიხეილის წყალობით მიიღო. მისგან სონიამ ორი ქალიშვილი გააჩინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სოფია დიდ ოპერაციებს ახორციელებდა რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ, ევროპაში.1879 წელს, რუმინეთის მოქალაქის სტატუსით დააკავეს და, ქვეყნიდან გააძევეს, შემდეგ კი ოდესაში მასშტაბური თაღლითობისთვის დაიჭირეს და მოსკოვში გადააგზავნეს.


1880 წლის 10-19 დეკემბერს მოსკოვის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი ციმბირის ყველაზე შორეულ კუთხეში, ირკუტსკის გუბერნიის შორეულ სოფელ ლუჟკიში გადაასახლეს. 1885 წლის ზაფხულში ის გადასახლების ადგილიდან გაიქცა.


ამის შემდეგ მან რუსეთის პროვინციულ ქალაქებში არაერთი მსხვილი ქონებრივი დანაშაული ჩაიდინა. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა იუველირის კარლ ფონ მელის გაქურდვით. თავდაპირველად, ის ცნობილ ფსიქიატრთან მივიდა და განაცხადა, რომ მისი ქმარი გაგიჟდა: ის სიტყვასიტყვით შეპყრობილი იყო სამკაულებით. ამასთან დაკავშირებით, მან ითხოვა ნებართვა, რომ იგი კონსულტაციაზე მიეყვანათ და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაეწვინათ. შემდეგ ის კარლ ფონ მელთან მივიდა, თავი ფსიქიატრის ცოლად გააცნო, ბეჭდები და ბრილიანტებით მორთული ბროში შეარჩია, თუმცა იუველირს უთხრა, რომ ხელზე თანხა არ ჰქონდა, რადგან მთელ ფულს მისი ქმარი განაგებდა და სთხოვა, სამკაულები სახლში მიეტანა.სინამდვილეში კი იმ ფსიქიატრის მისამართი მიუთითა, როდესაც კარლ ფონ მელი ფსიქიატრის სახლში მივიდა, თაღლითმა სამკაულები აიღო და იუველირს სთხოვა, მისი „ქმრის“ კაბინეტში შესულიყო. თავად კი გაუჩინარდა, ხოლო იუველირი, რომელმაც სამკაულების საფასურის გადახდა მოითხოვა, შეშლილად ცნეს, დააბეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.



1885 წლის 10 დეკემბერს, სმოლენსკში, სოფია და მისი ქალიშვილი პოლიციამ დააკავა. მსხვილი ქურდობისა და თაღლითობისთვის მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორმოცი შოლტი მიუსაჯეს.


მაგრამ 1886 წლის 30 ივნისს ის სმოლენსკის ციხიდან ზედამხედველ პეტრე მიხაილოვთან ერთად გაიქცა. ნიჟნი ნოვგოროდში ოთხთვიანი „თავისუფლების“ შემდეგ მათი დაჭერა მოახერხეს.გაქცევისა და ახალი დანაშაულებისთვის იგი კვლავ გაასამართლეს და 1888 წელს ოდესიდან ორთქლმავალით გაგზავნეს სახალინის კუნძულზე კატორღაში, სადაც სამჯერ გაქცევის მცდელობის შემდეგ იგი ბორკილებით დაადეს.

imageფოტოზე:სოფია(სონკა) სახალინზე კატორღაში.



1890 წელს იგი ჩეხოვმა გაიცნო და წიგნში "სახალინის კუნძული" აღწერა. 1898 წელს თაღლითმა სასჯელი მოიხადა და ხაბაროვსკში გადავიდა საცხოვრებლად . იქ ის 1902 წელს გრიპისგან გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.



მოსკოვში, ვაგანკოვსკოეს სასაფლაოს პირველ ნაკვეთში არის საფლავი, ხალხს მიაჩნია, რომ იქ განისვენებს "ოქროსხელება სონია ", სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა ადამიანი სტუმრობს, ძირითადად კრიმინალები, ყვავილები და მონეტები მიაქვთ, რათა პატივი მიაგონ ცნობილ ქურდს და მიიღონ მისგან შუამდგომლობა და მფარველობა.

0
339
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0