სხვა რეკლამის ნამდვილი შედევრები – 20 წარმოუდგენელი ფოტო 6 მაისი, 9:13 როგორც წესი, რეკლამა, რომელსაც ქუჩის ბანერებზე, ან ტელევიზორში ვხედავთ, იმდენად მოსაწყენი, რომ მას სერიოზულად არც კი აღვიქვამთ. მაგრამ ზოგჯერ, ჩვენს ყურადღებას რაღაც საინტერესო და ორიგინალური იპყრობს და მისი შემქმნელების გენიალურობით აღფრთოვანებულნი ვართ. აქ სწორედ, შედევრებად აღიარებულ 20 რეკლამას წარმოგიდგენთ, რომელიც რეკლამირებისადმი ორიგინალური და კრეატიული მიდგომით, ნამდვილად რომ გაგაოცებთ. ძვირადღირებული საათების რეკლამა. მისი შემქმნელები მიანიშნებენ, რომ როგორც კი ავტობუსში, სახელურს ჩაკიდებთ ხელს, გარშემომყოფები თქვენს "უმაგრეს" საათს მაშინვე შენიშნავენ. როგორ მოგწონთ ალერგიის საწინააღმდეგო სპრეის რეკლამა? განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სლოგანი – "დამიბრუნე ცხვირი!" ეს კი, Kleenex–ის ხელსახოცების რეკლამაა. რეალური ცხვირსახოცის მიმაგრება, მამაკაცის ცხვირზე, რომელიც ცხვირს იხოცავს, ნამდვილად რომ გენიალური სვლა არის, რომელიც ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას, აუცილებლად მიიპყრობს. ცხოველების და ბავშვების გამოყენება რეკლამაში – ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეხედეთ, როგორ სიამოვნებას იღებს ძაღლი, მანქანაში სუფთა ჰაერით. ეს კი იმიტომ, რომ ავტომობილში Panasonic-ის ჰაერის გამწმენდია დამონტაჟებული. შეიძენდით ისეთ დანას, რომელზეც შეფ-მზარეულის სურათია გამოსახული? Wella–ს თმის საღებავის რეკლამა. ეს კი, იმოდიუმის რეკლამაა. გარე რეკლამის ბრწყინვალე მიდგომა: ან დიარეის საწინააღმდეგო წამალს იღებთ, ან ტუალეტის ქაღალდს იმარაგებთ. ბანერი კი, მეტად ეპიკურად გამოიყურება. SAIL–ს ფეხსაცმელი იმდენად კარგია, რომ მთის ცხვრებიც კი, მას მოიხმარენ. FORD–ის სატვირთო ავტომობილების რეკლამა, რომელიც მძღოლებს მშვიდ და შეუფერხებელ მოგზაურობას ჰპირდება. ხოლო, ილუსტრაციის სახით – ბორბლების ნაცვლად, მფრინავი ხალიჩაა. ძალიან კარგი იდეაა: დიდი სარეკლამო ბანერი, რომელიც გვირაბის ბოლოს, კარგად გამასპინძლებას გპირდებათ. ნუ დაიჭერთ საქმეს ადგილობრივ გიდებთან, – გვეუბნება ეს სარეკლამო პოსტერი. სავარაუდოდ, აქ სააგენტოზეა საუბარი, რომელმაც ტურისტების მოგზაურობაზე უნდა იზრუნოს. ინგლისური ენის კურსების რეკლამა. ამ ბანერის ავტორებმა არაფერი მოიგონეს და პირდაპირ, შინაარსის ვიზუალიზაცია მოახდინეს. ეს რეკლამა კი Keloptic–ის სათვალის ხარისხს უსვამს ხაზს. ის გვამცნობს, რომ მათი სათვალე იმდენად კარგია, რომ იმპრესიონისტების ნახატების ნახვაც კი, მაღალი სიმკვეთრით შეიძლება. დანების კიდევ ერთი რეკლამა, ოღონდ ამჯერად, ყურადღება ვიზუალზე კი არა, პროდუქტის ხარისხზეა გამახვილებული. Colgate–ს კბილის ჯაგრისი რეკლამაა, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს ერთი ჯაგრისი, ათობით ჩვეულებრივ ჯაგრისს ცვლის. ამ რეკლამის დათვალიერება დიდხანს შეიძლება, რადგან მისი შემქმნელები, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ დეტალებს... და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ, თუ რამდენად გემრიელია, ამ მწარმოებლის სენდვიჩები. და ისევ, კრეატიული რეკლამა Colgate–სგან. მაგრამ, ამჯერად, კბილის პასტის. ჩანაფიქრი მართლაც რომ გენიალურია. თავის ტკივილის საწინააღმდეგო აბების რეკლამა. "ნუ მისცემ ტკივილს, საპასუხო დარტყმის მოყენების უფლებას" – მოგვიწოდებს რეკლამის სლოგანი. ეს კი, უკვე სამხრეთ კორეაა. აქ ნათქვამია, რომ მათი პოლიცია ყველაზე ძლიერი და კეთილია მსოფლიოში. საქანელასთან დაკავშირებული იდეა, მართლაც რომ კარგია! Volkswagen–ის ავტომობილის რეკლამა. პატარა მაჩვზღარბა, თევზის პოლიეთილენის პარკებს შორის – მათი ავტომობილების პარკირების სიზუსტესთან, პირდაპირი ანალოგია.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |