x
მეტი
  • 13.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515199
რეკლამის ნამდვილი შედევრები – 20 წარმოუდგენელი ფოტო

როგორც წესი, რეკლამა, რომელსაც ქუჩის ბანერებზე, ან ტელევიზორში ვხედავთ, იმდენად მოსაწყენი, რომ მას სერიოზულად არც კი აღვიქვამთ. მაგრამ ზოგჯერ, ჩვენს ყურადღებას რაღაც საინტერესო და ორიგინალური იპყრობს და მისი შემქმნელების გენიალურობით აღფრთოვანებულნი ვართ.

აქ სწორედ, შედევრებად აღიარებულ 20 რეკლამას წარმოგიდგენთ, რომელიც რეკლამირებისადმი ორიგინალური და კრეატიული მიდგომით, ნამდვილად რომ გაგაოცებთ.


ძვირადღირებული საათების რეკლამა. მისი შემქმნელები მიანიშნებენ, რომ როგორც კი ავტობუსში, სახელურს ჩაკიდებთ ხელს, გარშემომყოფები თქვენს "უმაგრეს" საათს მაშინვე შენიშნავენ.
image


როგორ მოგწონთ ალერგიის საწინააღმდეგო სპრეის რეკლამა? განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სლოგანი – "დამიბრუნე ცხვირი!"image


ეს კი, Kleenex–ის ხელსახოცების რეკლამაა. რეალური ცხვირსახოცის მიმაგრება, მამაკაცის ცხვირზე, რომელიც ცხვირს იხოცავს, ნამდვილად რომ გენიალური სვლა არის, რომელიც ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას, აუცილებლად მიიპყრობს.image


ცხოველების და ბავშვების გამოყენება რეკლამაში – ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეხედეთ, როგორ სიამოვნებას იღებს ძაღლი, მანქანაში სუფთა ჰაერით. ეს კი იმიტომ, რომ ავტომობილში Panasonic-ის ჰაერის გამწმენდია დამონტაჟებული.image


შეიძენდით ისეთ დანას, რომელზეც შეფ-მზარეულის სურათია გამოსახული? image


Wella–ს თმის საღებავის რეკლამა.image


ეს კი, იმოდიუმის რეკლამაა. გარე რეკლამის ბრწყინვალე მიდგომა: ან დიარეის საწინააღმდეგო წამალს იღებთ, ან ტუალეტის ქაღალდს იმარაგებთ. ბანერი კი, მეტად ეპიკურად გამოიყურება.image


SAIL–ს ფეხსაცმელი იმდენად კარგია, რომ მთის ცხვრებიც კი, მას მოიხმარენ. image


FORD–ის სატვირთო ავტომობილების რეკლამა, რომელიც მძღოლებს მშვიდ და შეუფერხებელ მოგზაურობას ჰპირდება. ხოლო, ილუსტრაციის სახით – ბორბლების ნაცვლად, მფრინავი ხალიჩაა.image


ძალიან კარგი იდეაა: დიდი სარეკლამო ბანერი, რომელიც გვირაბის ბოლოს, კარგად გამასპინძლებას გპირდებათ.image


ნუ დაიჭერთ საქმეს ადგილობრივ გიდებთან, – გვეუბნება ეს სარეკლამო პოსტერი. სავარაუდოდ, აქ სააგენტოზეა საუბარი, რომელმაც ტურისტების მოგზაურობაზე უნდა იზრუნოს.image


ინგლისური ენის კურსების რეკლამა. ამ ბანერის ავტორებმა არაფერი მოიგონეს და პირდაპირ, შინაარსის ვიზუალიზაცია მოახდინეს. image


ეს რეკლამა კი Keloptic–ის სათვალის ხარისხს უსვამს ხაზს. ის გვამცნობს, რომ მათი სათვალე იმდენად კარგია, რომ იმპრესიონისტების ნახატების ნახვაც კი, მაღალი სიმკვეთრით შეიძლება. image


დანების კიდევ ერთი რეკლამა, ოღონდ ამჯერად, ყურადღება ვიზუალზე კი არა, პროდუქტის ხარისხზეა გამახვილებული. image


Colgate–ს კბილის ჯაგრისი რეკლამაა, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს ერთი ჯაგრისი, ათობით ჩვეულებრივ ჯაგრისს ცვლის.image


ამ რეკლამის დათვალიერება დიდხანს შეიძლება, რადგან მისი შემქმნელები, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ დეტალებს... და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ, თუ რამდენად გემრიელია, ამ მწარმოებლის სენდვიჩები.
image


და ისევ, კრეატიული რეკლამა Colgate–სგან. მაგრამ, ამჯერად, კბილის პასტის. ჩანაფიქრი მართლაც რომ გენიალურია.image


თავის ტკივილის საწინააღმდეგო აბების რეკლამა. "ნუ მისცემ ტკივილს, საპასუხო დარტყმის მოყენების უფლებას" – მოგვიწოდებს რეკლამის სლოგანი.image


ეს კი, უკვე სამხრეთ კორეაა. აქ ნათქვამია, რომ მათი პოლიცია ყველაზე ძლიერი და კეთილია მსოფლიოში. საქანელასთან დაკავშირებული იდეა, მართლაც რომ კარგია!image


Volkswagen–ის ავტომობილის რეკლამა. პატარა მაჩვზღარბა, თევზის პოლიეთილენის პარკებს შორის – მათი ავტომობილების პარკირების სიზუსტესთან, პირდაპირი ანალოგია. image


imageარხის სხვა სიახლეები:


* 3 შემაშფოთებელი ფაქტი წარსულიდან, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან

* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 35 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
464
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0