x
მეტი
  • 19.06.2025
  • სტატია:142863
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515250
ჩინეთი მზის გრანდიოზული კოსმოსური ელექტროსადგურის გასაშვებად ემზადება
image


ჩინეთი მზის უზარმაზარი ელექტროსადგურის კოსმოსში გაშვებით გაბედულ ნაბიჯს დგამს უფრო მწვანე მომავლისკენ.


ელექტროსადგური, რომლის სიგანე დაახლოებით 1 კილომეტრი იქნება, დედამიწიდან 36, 000 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. ობიექტი გეოსტაციონალურ ორბიტაზე გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწის ზემოთ ერთსა და იმავე პოზიციაზე დარჩება, ყოველთვის მზისკენ მიმართული.


ამ პროექტის მიზანი ნამდვილად შესანიშნავია. მზის ელექტროსადგური ყოველწლიურად იმდენი ენერგიის წარმოებას აპირებს, რამდენიც დედამიწაზე დღემდე მოპოვებული ნავთობის მოხმარების შედეგად გამომუშავდა.



ეს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში უზარმაზარი ნახტომია, რადგან ის სუფთა ენერგიის უწყვეტი და ფართო წყაროთი უზრუნველყოფს კაცობრიობას.


ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია დედამიწაზე მიკროტალღური გამოსხივების საშუალებით დაბრუნდება. ესაა ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩვენი პლანეტის ენერგიით მომარაგების წესი.


აერონავტიკის ჩინელმა ინჟინერმა ლონგ ლეჰაომ ამ პროექტის მნიშვნელობა შეადარა „სამი ხეობის კაშხალს“, - მსოფლიოში ჰიდროენერგიის უდიდეს გამომმუშავებელს.


“ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამი ხეობის კაშხლის დედამიწიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, გეოსტაციონარულ ორბიტაზე გადატანა“, - თქვა მან. ეს შედარება ხაზს უსვამს პროექტის მონუმენტურ მასშტაბებს, რომელიც, სავარაუდოდ, უზარმაზარ გავლენას მოახდენს ენერგიის გლობალურ წარმოებაზე.


კოსმოსში დაფუძნებული მზის პანელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათზე გავლენას არ ახდენს ამინდის პირობები, დღის და ღამის ურთიერთმონაცვლეობა ან სეზონები, რაც მათ საშუალებას აძლევს უწყვეტად მოიპოვონ ენერგია. რეალურად, კოსმოსური ფოტოელექტრული პანელები ათჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე დედამიწაზე არსებული პანელები, რაც მდგრადი ენერგიის გამომუშავების უზარმაზარ პოტენციალს გვთავაზობს.


ამ ამბიციურ კოსმოსურ მზის ელექტროსადგურზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და ჩინეთი გეგმავს სადგურის ორბიტაზე გაშვებას Long March-9 რაკეტის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია მძიმე ტვირთის კოსმოსში გადატანა.


ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, სადგურს შეუძლია უზრუნველყოს მსოფლიოს ენერგეტიკული საჭიროებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.




1
31
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
31
  
გავარტყყყი ევროპას. ჩინეთი სუპერ სახელმწიფოა. კარგი იქნება თუ სკოლებში ბავშვებს ჩინურს ასწავლიან, ჩინელებისგან ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება.
0 1 1