x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
იდეალური ცომი ნებისმიერი გამოცხობისთვის და ხაჭოს ფუნთუშები

image


ინგრედიენტები:


ცომისთვის:


რძე — 300 მლ.

შაქარი — 100 გრ.

ახალი საფუარი — 18 გრ. (ან 2 ჩ. კ. სწრაფად ხსნადი)

ვანილინი — 1 მწიკვი

მარილი — 0, 5 ჩ. კ.

ზეთი — 50 მლ.

კვერცხი — 2 ცალი

ფქვილი — 550–600 გრ.

კარაქი (დარბილებული) — 50 გრ.


გულსართისთვის: (ამ გულსართის ნაცვლად, შეგიძლიათ სხვა გულსართი გამოიყენოთ. მაგ., ვაშლი, შოკოლადი. მთავარია, რომ საკმარისად სქელი იყოს და ცომიდან არ გადმოვიდეს)


ხაჭო — 360 გრ.

შაქარი — 2 ს. კ.

ვანილინი — 1 მწიკვი

კვერცხის გული — 1 ცალი

ქიშმიში — 120 გრ.


გადასასმელად:


კვერცხის გული — 1 ცალი
რძე — 1 ჩ. კ.


მომზადება:


I. თასში ჩაასხით 300 მლ. თბილი რძე > დაუმატეთ 1 ს. კ. შაქარი, საერთო რაოდენობიდან > დაამატეთ საფუარი > ხელის სათქვეფით ურიეთ, ვიდრე საფუარი არ გაიხსნება > დაუმატეთ რამდენიმე ს. კ. გაცრილი ფქვილი, ასევე ფქვილის საერთო რაოდენობიდან > კარგად შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს > გადააკარით პოლიეთილენის აპკი და დადგით თბილ ადგილზე 15-20 წთ. > ამ დროში, ხაში ამოვა და მას ქაფი მოადგება.

II. ისევ ხელის სათქვეფით მოურიეთ და დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ვანილინი, მარილი, ზეთი და კვერცხი > ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და თანდათანობით, გაცრილი ფქვილი დამატეთ (ცომი რბილი უნდა იყოს და ხელზე არ უნდა ეწებებოდეს) > ბოლოს დაამატეთ კარაქი და ცომის ზელა გააგრძელეთ და დაახლოებით, 5 წთ. ზილეთ > გააკეთეთ გუნდა და ცხიმწასმულ თასში გადაიტანეთ > გადააკარით სამზარეულოს აპკი და დააფარეთ ტილო, ან პირსახოცი > დადგით თბილ ადგილზე 1–1, 5 სთ–ით.

III. ცომი რომ ამოვა, გაყავით 12 თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები > გადააკარით აპკი და დააფარეთ> გააჩერეთ 15 წთ.

IV. ამ დროში მოამზადეთ გულსართი: თასში მოათავსეთ გულსართის ინგრედიენტები და ერთმანეთს კარგად შეურიეთ.

image


V. სამუშაო მაგიდაზე მოაფიფქეთ ფქვილი > გააბრტყელეთ გუნდები, საშუალოდ, 13х15 სმ–ს ფირფიტებად > 4–ვე მხარეს გააკეთეთ კვეთა > გულსართი გაყავით 12 ნაწილად და ერთი ნაწილი მოათავსეთ ფირფიტის ცენტრში > ცომის ერთი კიდე, მეორეს ნახვრეტში გაატარეთ> იგივე გაიმეორეთ ორ მოპირდაპირე გვერდთან დაკავშირებითაც > თავისუფალი კიდეები ქვემოთ შემოუკეცეთ და საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე მოათავსეთ (ერთ ფირფიტაზე 6 ფუნთუშაზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან ცხობისას, მოცულობაში მატულობს) > გადააკარით პოლიეთილენის აპკი და ტილო > გააჩერეთ 20 წთ. ამოსასვლელად.

VI. გადაუსვით ფუნთუშებს რძიანი კვერცხის გული > გამოაცხვეთ 180°С წინასწარ გახურებულ ღუმელში, 15-20 წთ–ის მანძილზე, რეჟიმით – ზემოთ–ქვემოთ, კონვექციის გარეშე.

imageარხის სხვა სიახლეები:


* რა შემოსავალი ჰქონდა სტალინს და რაში ხარჯავდა მას?

* რეკლამის ნამდვილი შედევრები – 20 წარმოუდგენელი ფოტო

* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0