x
მეტი
  • 18.06.2025
  • სტატია:142829
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515233
ელიზაბეთ ჰარლიმ მაილი საირუსის მამასთან გააბა რომანი
image

ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა, მოდელმა, პროდიუსერმა და მოდის დიზაინერმა ელიზაბეტ ჰარლიმ ამერიკელ მსახიობთან და მუსიკოს ბილი რეი საირუსთან გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.


როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერს, მსახიობის ახლობელის თქმით ელიზაბეტ ჰარლი სერიოზულად განიხილავს მუსიკოს ბილი რეი საირუსზე დაქორწინებას.

image


წყაროს ცნობით, ჰარლი, რომელიც მალე 60 წლის გახდება, სტაბილურ, ოჯახურ სიმყუდროვეს ეძებს.


„ყველა ამბობს, რომ ბილი სწორედ ის ადამიანი გახდა მისთვის, ვისზეც შესაძლოა კვლავ დაქორწინება გადაწყვიტოს.“

image

მანამდე ჰარლი მსახიობ ჰიუ გრანტთან ჰქონდა ურთიერთობა. მოგვიანებით მან ვაჟი, დემიენ ჩარლზ ჰარლი გააჩინა: მამამისი ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ბინგი იყო. თუმცა, მან მამობა არ აღიარა და განაცხადა, რომ 2001 წელს ჰარლისთან ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა.


2002 წელს ჰარლიმ ინდოელი მილიონერი არუნ ნაიარი გაიცნო. ისინი 2007 წელს დაქორწინდნენ, ქორწილი ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი ინდოეთში გადაიხადეს, თუმცა მოგვიანებით წყვილი დაშორდა.


2011 წლის ოქტომბერში ჰარლიმ გამოაცხადა ნიშნობის შესახებ კრიკეტისტ შეინ უორნთან.თუმცა ეს ურთიერთობაც არ შედგა.


რაც შეეხება ბილი რეი საირუსს, 1986 წელს იგი დაქორწინდა კეტრინ სმაილზე, 1991 წელს წყვილი დაშორდა ერთმანეთს. შეეძინათ ვაჟი, კრისტოფერ კოდი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს სამხრეთ კაროლინაში.


მუსიკოსის მეორე ცოლი მსახიობი ტიშ ფინლი იყო. მისი ნაშვილები ქალიშვილი ბრენდი საირუსიც მსახიობი გახდა, მეორე, ბიოლოგიური ქალიშვილი მაილი საირუსი (დაიბადა 1992 წელს) საკმაოდ წარმატებული მსახიობი და მომღერალი გახდა, ხოლო ნაშვილები ვაჟი ტრეისი ჯგუფ „მეტრო სთეიშენში" უკრავს. მათ ასევე ჰყავთ ვაჟი, ბრეისონი და ქალიშვილი, ნოა საირუსი, რომელიც ასევე მსახიობი და მომღერალია.

1
98
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
98
  
გავარტყი მაილი საირუსის მამასაც, ელიზაბეტსაც, ზემოდან მაილი საირუსსაც.
0 1 1