სიახლეები დასახელდა ევროპაში 2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი 4 მაისი, 11:36 ![]() გაზაფხულის პირველი თვისთვის ამ მარკის 25, 241 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 7%-ით მეტია 2024 წლის მარტთან შედარებით. ასევე ფრანგული ჰეჩბეკი Dacia Sandero რეიტინგში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, მანამდე კი ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ევროპის ბაზარზე ლიდერი იყო. მარტის ჩათვლით ეს ავტომობილი 24, 577 ადამიანმა შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ევროპის ბაზარზე მესამე ადგილი კვლავ ფრანგულ ჰეჩბეკს- Renault Clio-ს უკავია, რომლის გაყიდვები 3%-ით შემცირდა და მთლიანად მარტის ჩათვლით 23 062 ავტომობილი შეადგინა . მეოთხე ადგილზე იაპონური კომპაქტური კროსოვერი Nissan Qashqai-ია, რომელიც 22, 826 მყიდველმა (-9% კლება წინა წელთან შედარებით) აირჩია, ხოლო ხუთეულს ჰეჩბეკი Volkswagen Golf ასრულებს, რომელიც 21, 553 ერთეული (-17%) გაიყიდა. მათ გარდა, პირველი კვარტლის შემდეგ ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების TOP-10-ში მოხვდა კროსოვერი Volkswagen T-Roc (21, 292 ერთეული ( +2% მატება წინა წელთან შედარებით), ჰეჩბეკი Opel/Vauxhall Corsa (20, 143 ერთეული ანუ +8%), კროსოვერი Peugeot 2008 (19, 837 ერთეული ანუ +9%), კროსოვერი Volkswagen Tiguan(19, 591 ერთეული სოლიდური მატებით +42%) და ჰეჩბეკი Ford Puma (19, 269 ერთეული ან +1%). 143 2-ს მოსწონს
|