x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა შემოსავალი ჰქონდა სტალინს და რაში ხარჯავდა მას?

ჩვენს ქვეყანას არაერთი მეფე და მმართველი ჰყავდა. ზოგს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, ზოგს კი, არც ისე... მაგ., საბჭოთა ეპოქას თუ განვიხილავთ, ყველაზე «ღარიბ» სახელმწიფო მეთაურად, სტალინი უნდა ჩაითვალოს – უზარმაზარი ძალაუფლების და ძლევამოსილების მიუხედავად, ის მაინც მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა.


image


რა მიიღეს მემკვიდრეებმა, ბელადის გარდაცვალების შემდეგ?


1953 წ. 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბერიას ბრძანებით, სტალინის პირადი ნივთები აღწერეს... აღმოჩნდა რომ, ის საკუთარი თავის მიმართ, ძალიან ხელმომჭირნე იყო – სამოსიდან, ზედმეტი არაფერი ჰქონდა და რაც ჰქონდა, ყველაფერს გაცვეთამდე ატარებდა. მისი პირადი ნივთების სიაში კი, ბლოკნოტი და დღიური, 5 ჩიბუხი, თუთუნი, წიგნები, 2 თეთრი, 2 ნაცრისფერი და 2 მწვანე კიტელი (სამხედრო პიჯაკი), 10 შარვალი, 4 ფარაჯა, 4 ქუდი და საცვლები მოხვდა. ხოლო, საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 900 მანეთი ჰქონდა.

იმის მიუხედავად, რომ წლების მანძილზე, ათობით ძვირადღირებული მანქანა და ათასობით ძვირფასი ნივთი აჩუქეს, მას არანაირი ქონება არ გააჩნდა. სტალინმა ეს ყველაფერი სსრ კავშირის ხაზინას გადასცა, რადგან გულწრფელად თვლიდა, რომ საჩუქრები პირადად მას კი არა, ქვეყნის მეთაურს მიართვეს. შედეგად, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქალიშვილი სვეტლანა, ძალიან ნაწყენი იყო იმის გამო, რომ მემკვიდრეობად, თითქმის არაფერი დარჩა... თუმცა, როგორც თავად აღიარა, ფუფუნებაში არც მის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.


ბელადის შემოსავალი


სსრ კავშირში, ინფორმაცია საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერების პირადი ცხოვრების და შემოსავლების შესახებ, გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ, ბოლო წლებში, ბევრი არქივი გაიხსნა და ცნობილი გახდა, რომ 30–იანი წლების დასაწყისში, სტალინის ხელფასი 500 მანეთს შეადგენდა, ხოლო, 1936 წლიდან 1 200 მანეთამდე გაიზარდა. ამასთან, საშუალო ხელფასი, იმ დროს, 270 მანეთი იყო.

ფულის რეფორმის შემდეგ, ანუ 1947 წლიდან, «ერის მამის» ხელფასი 10 მანეთი გახდა და ის, საშუალი ხელფას, 15–ჯერ აღემატებოდა. ამ თანხით მას ავტომობილი «მოსკვიჩის» (9 ათასი მანეთი ღირდა) შეძენა შეეძლო. ხოლო, 2 ხელფასით – «პობედა» (16 000 ღირდა) მოუვიდოდა და ხურდაც დარჩებოდა.


image


გარდა ამისა, სტალინს ჰონორარი გამოქვეყნებულ შრომებშიც უნდა მიეღო, რომელიც მხოლოდ სსრ კავშირში კი არა, საზღვარგარეთაც ვრცელდებოდა.

მაგრამ, ოფიციალური მონაცემები, არც ამის შესახებ არსებობს... და უნდა ვივარაუდოთ, რომ პარტიის გენერალური მდივანი, საკუთარ შრომებში კაპიკსაც არ იღებდა... და არც არაფერს ხარჯავდა.



სად მიჰქონდა ხელფასი?


როგორს სვეტლანა ალილუევა ირწმუნებოდა, ფულადი სახსრები, რომელსაც სტალინი იღებდა, სუს–ის (სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო) თანამშრომლების და მთავრობის უსაფრთხოების უფროსის ვლასიკის განკარგულებაში გადადიოდა. სტალინის შვილის სიტყვებიდან, ასევე ირკვევა, რომ ის თვითუზრუნველყოფაზე იყო.

მმართველობის წლებში, ბელადი როგორც საკუთარ თავს, ისე პირად დაცვას ინახავდა. ხოლო, მის ყველა საყოფაცხოვრებო საჭიროება და ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდებოდა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, არც რუსეთში და არც საზღვარგარეთ, მის სახელზე არაფერია აღმოჩენილი და არც განძი უპოვიათ მის სახლში, ან აგარაკებზე.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2015 წ. ჟურნალმა Time–მა, კაცობრიობის ისტორიაში, 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მეხუთე ადგილზე სტალინი იყო, ბილ გეიტსი კი, მხოლოდ 9–ზე. ჟურნალის რედაქციამ მისი ამ ადგილზე დასახელების არგუმენტად ის მოიყვანა, რომ სსრ კავშირის ყოფილი მეთაური, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანას მართავდა და რომ მას საკუთრებაში, 18 აგარაკი ჰქონდა. რეალურად კი, რაც ამერიკელებმა სტალინის საკუთრებად ჩათვალეს, სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* 3 შემაშფოთებელი ფაქტი წარსულიდან, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან

* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 35 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
583
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0