სისხლის სამართალი ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები +14 7 მაისი, 10:41 მკვლელობა — ეს არის არაკანონიერი, განზრახ ჩადენილი მკვლელობა ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ, ესე არის განსაზღვრული ქვეყნების საერთო კანონში. მკვლელობას საერთოდ განასხვავებენ სხვა სახის მკვლელობისაგან განზრახ ჩადენილი ელემენტებით და კანონიერი გამართლების ნაკლებობით . ყველა იურისდიქცია, ძველიც და ახალიც, თვლიან მკვლელობას ყველაზე სერიოზულ დანაშაულად და ამიტომაც აწესებენ სერიოზულ სასჯელს.
![]() გამოკვლევები გვიჩვენებს რომ ყველაზე რთულია , დავადგინოთ მკვლელის ტიპი, იმიტომ რომ მათი განზრახვები საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს შეიძლება იყოს ხულიგნობა, შურისძიება, შიში, რისხვა, ეჭვიანობა და ა.შ. თუმცაღა , არსებობს მეცნიერების მიერ დადგენილი მკვლელების გარკვეული ტიპოლოგია.
ზოგადად, მკვლელები პირველ რიგში კონცენტრირდებიან საკუთარ განცდებზე, ახასიათებთ შფოთვა და ქცევა განპირობებულია მხოლოდ საკუთარი ინტერესებით. ისინი არ აფასებენ სხვების სიცოცხლეს, არ გააჩნიათ ემპათიის უნარი, სოციალურად არასტაბილურები არიან, არიან სუბიექტურები რაიმე მოვლენის აღქმისას და შეფასებისას. შინაგანად არაორგანიზებულები არიან და მაღალი შფოთვის დონე ბადებს ისეთს თვისებებს, როგორიცაა უნდობლობა, ეჭვიანობა, დაძაბულობა და გაღიზიანებადობა.
როგორ ფიქრობთ, რამ უნდა აიძულოს მოზარდი, რომ წარმოუდგენელი სისასტიკით მოეპყრას სხვა ადამიანის სხეულს და წაართვას მას სიცოცხლე? არ ვიცი, მაგრამ დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ, ყველაზე სასტიკ მკვლელ ბავშვებზე მოგიყვებით, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ.
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები +141. Mary Bell-ი, დაბადებული 1957 წლის 26 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლელი ბავშვია დიდი ბრიტანეთის ისტორიიდან. 1968 წელს, 11 წლის ასაკში მერიმ 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად ჩაიდინა 3 წლის Brian Howe-სა და 4 წლის Martin Brown-ის მკვლელობა. 3 წლის ბრაიანი იპოვეს მარტინის ცხედრის შემდეგ მთის ძირას და ცხედარს დაფარვის მიზნით ეყარა სარეველა ბალახი. ბიჭუნას ცხედარი იყო დასახიჩრებული, თმა ჰქონდა შეჭრილი, დუნდულებზე ემჩნეოდა ნანემსრების კვალი, სასქესო ორგანოც დანაწევრებული, ხოლო მუცელზე მიყენებული ჭრილობით კი ჰქონდა გამოსახული ასო "მ". გამოძიებამ სამართალდამცავები მერიმდე მიიყვანა, გოგონამაც არ დააყოვნა, აღიარა დანაშაული და მომხდარი დეტალურად აღწერა. როგორც ჩანს ოჯახური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს მოზარდების სულიერ მდგომარეობასა და ზრდა-განვითარებაზე. გარდა მკვლელობების აღიარებისა, გოგონამ ასევე ამცნო სამართალდამცავებს, რომ მისთვის უცნობია ბიოლოგიური მამა და აქამდე ცნობილი მკვლელის Billy Bell-ის შვილად ასაღებდა მისი მეძავი დედა, რომელიც 11 წლის მერის, 4 წლის ასაკიდან აიძულებდა უცხო კაცებთან სექსუალურ ცხოვრებას. ![]() გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ 11 წლის მერი ციხეში გააგზავნეს, სადაც ასევე ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. მხოლოდ 23 წლის შემდეგ გაათავისუფლეს და დღეს სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს, თუმცა ისტორიას მაინც Mary Bell-ის სახელით შემორჩა. სანამ მერი ციხეში იმყოფებოდა, მისი დედა ფულის კეთებით დაკავდა- სხვადასხვა პრესის წარმომადგენლებს აქტიურად უზიარებდა მერის წარსულის ისტორიებს ჟურნალ-გაზეთებში დასაბეჭდათ. 2. Jon Venables-ა (დაბადებული 1982 წლის 13 აგვისტოს) და Robert Thompson-ს (დაბადებული 1982 წლის 23 აგვისტოს), მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების მომენტში იყვნენ მხოლოდ 10 წლისანი, მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა, ვინაიდან მათი დანაშაულით შოკში იყო მთელი ბრიტანეთი. 1992 წლის 12 თებერვალს 2 წლის James Bulger-ი დედამ დატოვა მაღაზიის კართან იმ მოტივით, რომ მისი საყიდლები მცირე დროს მოითხოვდა და უმალ დაბრუნდებოდა, იმას კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ვაჟს ხედავდა უკანასკნელად. როგორც ეს ჩვეულად ხდებოდა, ჯონი და რობერტიც მაღაზიაში იყვნენ, რათა დაკავებულიყვნენ საყვარელი საქმიანობით- გაეძარცვათ ხალხი და მოეპარათ რაიმე მაღაზიიდან, თუმცა ამჯერად 2 წლის ჯეიმსის გატაცების იდეა დაებადათ. მსხვერპლი მიიყვანეს რკინიგზაზე, სადაც სასტიკად სცემეს ჯოხებით, ქვებით და რკინის მძიმე საგნებით, ამით არ დაკმაყოფილდნენ და სქესობრივი შეურაცხყოფაც მიაყენეს, შემდეგ კი დააგდეს ლიანდაგის რელსზე, რომ მომხდარი უბედური შემთხვევისთვის მიეწერათ. ჯეიმსი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და მხოლოდ მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მატარებელმა გადაუარა. ![]() ![]() 3. Alice Bustamante. (დაიბადა 1994 წლის 28 იანვარს) 15 წლის ალისამ შესაფერისად შეარჩია მკვლელობისთვის დრო და ადგილი, რათა თავს დასხმოდა 9 წლის მეზობელ Elizabeth-ს. ალისამ ელიზაბეტის ჯერ გაგუდვა სცადა, შემდეგ ყელი გამოჭრა და მიაყენა დანით მრავლობითი ჭრილობები. მას შემდეგ რაც ის დააკავეს, აღიარა დანაშაული და დაკითხვის დროს სერჟანტის მიერ დასმულ შეკითხვას- თუ რატომ ჩაიდინა ეს, უპასუხა: "მინდოდა განმეცადა ის, რასაც მკვლელები განიცდიან". ![]() 4. George Junius Steen-ი უმცროსი. 1944 წლის 16 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნა რეკორდი, როდესაც დააპატიმრა 14 წლის George Junius Steen-ი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ელოდა. მას ბრალად ედებოდა ორი გოგონას მკვლელობა- 11 წლის Betty June Binniker-ისა და 8 წლის Emma Thames-ის. ცხედრები ხევში იპოვეს. გამოძიებამ ეჭვმიტანილი დააკავა, ჯორჯმაც აღიარა დანაშაული. გოგონებს მძიმე ჭრილობები ჰქონდათ თავის ქალაზე, რომელიც ჯორჯმა მათ რელსის "კასტილით" მიაყენა. იგი ცდილობდა სექსუალურ ურთიერთობას ბეტისთან, თუმცა მცდელობა მათი სიკვდილით დაასრულა. ჯორჯს ბრალად დაედო პირველი ხარისხის მკვლელობა და სასამართლომ გამოუტანა განაჩენი- სიკვდილი ელექტრო სკამით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს სამხრეთ კაროლინაში. ![]() 5. Kiplend "Kip" Kinkel-ი, დაბადებული 1982 წლის 30 აგვისტოს. 1998 წლის 20 მაისს იგი გამოაგდეს სკოლიდან იმის გამო, რომ ცდილობდა თანაკლასელისგან მოპარული იარაღი ეყიდა. კინკელი დააკავეს, აღიარა დანაშაული, თუმცა გაათავისუფლეს. სახლში მისულს მამამ აუწყა, რომ სკოლა-ინტერნატში გადაიყვანდნენ, რაზეც გამწარებულმა მშობლების ოთახში დამალული "შაშხანა" გადატენა და 15:30 სთ-ზე სამზარეულოში მამას ესროლა. 18:00 სთ-ზე დედა დაბრუნდა შინ. კინკელი ასევე გამზადებული იარაღით დახვდა მასაც, უთხრა რომ ძალიან უყვარდა და ესროლა- ორჯერ თავში, სამჯერ სახეში და ერთხელ გულში. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ უნდოდა მშობლები დაეცვა იმ სირთულეებისგან, რომლებიც მათ კინკელის სამართალდამცავებთან პრობლემების გამო ელოდათ. ამ ამბიდან მეორე დღეს, 21 მაისს კინკელი დედის ავტომობილით მივიდა სკოლაში, სპეციალურად ჩაიცვა გრძელი ქურთუკი, სადაც მალავდა იარაღს- შაშხანას, სანადირო დანას, ორ პისტოლეტს და ტყვიებს. მან მოკლა 2 მოსწავლე და დაჭრა 24 მათგანი, ხოლო როდესაც აპირებდა იარაღის ტყვიით დატენვას, მას ალყა შემოარტყეს და დაიჭირეს. 1999 წლის ნოემბერში სასამართლო გადაწყვეტილებით მიესაჯა 111 წლით თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი შეწყალებისა და პირობითის გათვალისწინების გარეშე. კინკელმა ბოდიში მოიხადა საჯაროდ ჩადენილი დანაშაულების გამო. ![]()
191 3-ს მოსწონს
|