ამოცანები ნავის ნომერი 8170 (კრიმინალური გამოცანა, პასუხი აქვს) 7 მაისი, 8:42 შუადღისას, ინსპექტორ ვარნიკეს ოჯახური წყვილი მიუახლოვდა, რომელსაც ტბის სანაპიროზე კარავში ჰქონდა გაშლილი. — ბოდიშს გიხდით, ინსპექტორო, შვებულების დროს გაწუხებთ, მაგრამ საშინელი უსიამოვნება შეგვემთხვა. ვიდრე ტყეში ვსეირნობდით, ჩვენი კაიაკი (ბაიდარა, მსუბუქი ნავი, რომელიც ორპირიანი ნიჩბით იმართება) გაქრა. მხოლოდ ნიჩაბი დარჩა, რომელიც კარავში იყო. — რა დრო გავიდა, რაც ნავი დატოვეთ? — გუშინ საღამოს, სადღაც, ათ საათზე წავედით. — თქვენი ნავი დარეგისტრირებული იყო? — დიახ, 8170 ნომრით იყო დარეგისტრირებული და ნავის ბორტზე კარგად ჩანდა. — მთელი ტბის სანაპიროს შესწავლა მოგვიწევს, — თქვა ინსპექტორმა და იქვე შენიშნა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ნავს ნავმისადგომთან აბამდა. ვარნიკემ მას სთხოვა, რომ სანაპირო ხაზის გასწვრივ შემოეტარებინა. — სიამოვნებით, ინსპექტორო, ჩემი ნავი თქვენს განკარგულებაშია. მართალია, უკვე საკმაოდ დაღლილი ვარ, რადგან დაახლოებით, რვა კილომეტრი გავიარე. — არ შეწუხდეთ, მარტო გავცურავ — დაამშვიდა ინსპექტორმა ნავის პატრონი. — რეგისტრაციის ნომერი მითხარით, რომ შემდეგ, ადგილზე მივიყვანო. — ნომერი ჯერ არ მაქვს. გუშინ ვიყიდე, ერთ-ერთი დამსვენებლისგან და ხვალ, შვებულების ბოლო დღეს, ვაპირებ მის დარეგისტრირებას. — მაგრამ, პირველ რიგში, ჩემთან ერთად, უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მოგიწევთ წასვლა. რაღაც გარემოებები უნდა დავაზუსტოთ... რამ დააეჭვა ინსპექტორი და რატომ იფიქრა, რომ ეს სწორედ მოპარული ნავი იყო? პასუხი:ახალგაზრდა კაცი ნიჩფებმა გასცა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ტიპის ნავი ორპირიანი ნიჩბით იმართება. არხის სხვა სიახლეები:* რა შემოსავალი ჰქონდა სტალინს და რაში ხარჯავდა მას?* რეკლამის ნამდვილი შედევრები – 20 წარმოუდგენელი ფოტო* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?164 2-ს მოსწონს
|