საზოგადოება „დავტოვე „რადიო თავისუფლება” – ვერ შევეგუე მენეჯმენტისგან წამყვანი ჟურნალისტების გათავისუფლებას” – კობა ლიკლიკაძე 6 მაისი, 9:22 ![]() . „რადიო თავისუფლებას”, რომელსაც ტრამპის გადაწყვეტილებით დაფინანსება აღარ აქვს, ჟურნალისტევბი ტოვებენ. კობა ლიკლიკაძე წერს, რომ მენეჯმენტი საკუტარი მოსაზრებით რადიოდან უშვებს წამყვან ჟურნალისტებს, ეს მისთვის მიუღებელია და ამის გამო ლიკლიკაძე ტოვებს რადიოს, სადაც 24 წელი იმუშავა. . ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე: დღეს დავტოვე რადიო თავისუფლება (RFE/RL), სადაც ზუსტად 24 წელი დავყავი: 9 წელი თბილისის ბიუროში, 14 წელი პრაღის სათაო ოფისში და ბოლო 4 თვე უკან თბილისის რეგიონულ ოფისში.
.
რადიო თავისუფლების მიკროფონით ვიყავი ავღანეთსა და ერაყში, ვაშუქებდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს; კოდორისა და პანკისის მოვლენებს, საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ფორუმებს; ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც დრო ხმაურობდა.
მაგრამ წასვლა სწორედ ასე წარმომედგინა-ჩემი ნებით, უხმაუროდ, ზედმეტი ცერემონიების გარეშე..
.
წარმატება ყველას, ვინც რჩება!
ყველა ჩემ ძვირფას კოლეგას თბილისსა თუ პრაღაში, სადაც მე ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და სადაც, როგოც პოეტი იტყვის, ბევრგან "დავტოვე ჩემეული თითო ნიღაბი":))
.
-ამ შემთხვევაში ესაა ათასზე მეტი რადიორეპორტაჟი, ინტერვიუ, ანალიტიკური წერილი თუ ბლოგი,
-საკვირაო რადიოგადაცემები "ჯარისკაცი და სახელმწიფო" და "დაბრკოლების ზოლი ",
.
-ტელეგადაცემა "პერსპექტივა" ( ოქროპირ რუხაძესთან თანაავტორობით).
ისინი არსად დაკარგულან, რადიოს არქივი ცოცხალია და ინახავს კადრებს, სტატიებს, ფოტოებს, უნიკალურ ხმებს., კურიოზებს..
მათ შორის 2016 წელს პირდაპირ ეთერში, ახალი ამბების შესავლის კითხვის დროს ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა. თუ როგორ დართო რომის პაპმა მრევლს, გარკვეულ შემთხვევებში, რეზერვისტების ხმარების უფლება!. "მაპატიეთ, პრეზერვატივების ხმარების უფლება", - გავასწორე შეცდომა:)))
.
დიახ, რადიოში მუშაობის ამ 24 წლის განმავლობაში სასიხარულოც ბევრი იყო და იყო გულსატკენიც.
რასაც ბოლომდე ვერ შევეგუე და რაც RFE/RL - ისადმი ჩემს გამოსათხოვარ (farewell) წერილშიც აღვნიშნე, ესაა უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის ან "რეორგანიზაციის" სარჩულით...რასაც ჟურნალისტებმა ანგარიშსწორების (retribution) აქტი უწოდეს.
/
დაახლოებით ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ეპყრობა დღეს მთელ რადიო თავისუფლებას, რომელსაც რეალურად ემუქრება ეთერიდან გათიშვა.
მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა, რომ რთე/რთ-ბა, ეს უნიკალური, მრავალეროვანი და მრავალფეროვანი მედიაკორპორაცია, გაუძლებს დღევანდელ გამოწვევას და გადარჩება, როგორც ეს ერთხელ მოხდა "ცივი ომის" შემდეგ.
გადარჩება, რადგან რადიო თავისუფლება, როგორც "ქუინის" სიმღერაშია, ჯერ კიდევ უყვარს და ჯერ კიდევ სჭირდება არაერთ ადამიანს მსოფლიოში!
. 137 შეფასება არ არის
|