საზოგადოება როდესაც ოსტატები ქმნიდნენ სასწაულებს ტექნოლოგიების გარეშე - 15 უმაგრესი ნაკეთობა 30 აპრილი, 12:47 ![]() შეჩვეული ვართ იმ აზრს, რომ ყველაზე მაგარი რაღაცები ბოლო ასი წლის განმავლობაში გამოიგონეს - სმარტფონები, 3D ბეჭდვა, ნეირონული ქსელები, კაპუჩინო ნახატებით. თუმცა, თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ნათელი ხდება: ადამიანებს ყველა დროში შეეძლოთ მაგარი და ლამაზი ნივთების კეთება. მათ აშკარად ჰქონდათ ოქროს ხელები, ხოლო ფანტაზია მუშაობდა სრული დატვირთვით. რაც უფრო შორს ვიხედებით წარსულში, მით უფრო ხშირად გვინდება ვიკითხოთ: ვინ იყავით და რატომ გქონდათ ასეთი ნიჭი? მე-16 საუკუნის გერმანული ბეჭედი, რომელიც იხსნება ასტრონომიულ სფეროდ ![]() გოუძიანის ხმალი, ჩინეთი ![]() მიუხედავად იმისა, რომ ხმალი 2500 წლისაა, თითქმის სრულყოფილ მდგომარეობაში იპოვეს და მისი პირი კვლავ ბასრია. ძველი რომაული ოქროს ბეჭედი ამეთვისტოს გრავიურით. მასზე გამოსახულია პანი (ველური ბუნების ღმერთი), რომელიც სალამურზე უკრავს ![]() ბიბლიოთეკა მარიენბურგის ციხესიმაგრეში, გერმანია, მე-19 საუკუნე ![]() ცხენების ომნიბუსი 1890-იანი წლებიდან ![]() ქალის ფიგურის ქანდაკება, სავარაუდოდ, იაკშა - ბუნების სული ![]() მატხურა, ინდოეთი, დაახლოებით ჩვ. წ. 200 წელი. X საუკუნის ანგლო-საქსური ჯიბის მზის საათი, აღმოჩენილი 1938 წელს ![]() Venus Callipyge ანუ „ვენერა ლამაზი დუნდულებით“, ძვ. წ. 1-2 საუკუნე, ნეაპოლი ![]() 1850-იანი წლების ქალის მკაცრი ხელთათმანი ლონდონიდან, მოდიფიცირებული თავდაცვისთვის ![]() მონა ლიზა სიღრმეებიდან ![]() უცნობი ქალის დაგეროტიპი აღმოაჩინეს 2014 წელს SS Central America-ს ჩაძირული გემის ადგილას, სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან 2194 მეტრის სიღრმეზე. გემი ჩაიძირა 1857 წელს. გერმანელი მკერავის აგნეს რიხტერის ქურთუკი საინტერესო ისტორიით ![]() 1893 წელს იგი ჰაიდელბერგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს მამისა და ძმების განკარგულებით რამდენიმე მწვავე ბოდვითი შეტევის შემდეგ. საავადმყოფოში ყოფნისას მან ამ და სხვა ქურთუკებზე ამოქარგა ბიოგრაფიული ტექსტი, სადაც შეიძლება ვიპოვოთ ისეთი ციტატები როგორიცაა: „მე“, „ჩემი“, „ჩემი ქურთუკი“, „1894, მე დღეს ქალი ვარ“, „მე საავადმყოფოში ვარ“, „მე სრულ ჭკუაზე არ ვარ“, „თავით ვეშვები კატასტროფაში“. სავარაუდოდ, ეს იყო რიხტერის მცდელობა შეენარჩუნებინა საკუთარი პიროვნება, გამოეხატა განცდები და, შესაძლოა, წინააღმდეგობა გაეწია სისტემისთვის, რომელშიც აღმოჩნდა. როდესაც სტილი შეხვდა სიგიჟეს. ნახევრად შიშველი მოცეკვავის გამოსახულება რთული ვარცხნილობით და რგოლიანი საყურეებით, გიმნასტიკურ პოზაში კირქვის ჭურჭელზე ![]() ეგვიპტე, ძვ.წ. 1292-1186 წლები არ-დეკოს სტილის „ინგრიდის“ სუნამოს ფლაკონი, დამზადებული მალაქიტის მინისგან. ბოჰემია, ჩეხეთი, 1930-იანი წლები ![]() ერთგული ძაღლი თავის პატრონს უყურებს, რომაული მარმარილო, ჩვ. წ. მე-2 საუკუნე ![]() „ქალი საბურველში“ - მარმარილოს ქანდაკება, შექმნილი იტალიელი ხელოვანის ჯოვანი ბატისტა ლომბარდის მიერ 1869 წელს ![]() სკულპტურაზე, სახეზე საბურვლის დრაპირების მსგავსი რეალიზაცია ნამდვილი ხელოვნებაა. ბონუსი: მე-3 საუკუნეში მცხოვრები სკოლის მოსწავლე სახელად ტონისი, რომელიც სახლიდან შორს სწავლობდა, მამას ამ წერილს წერდა ![]() „მომისმინე, ეს ჩემი მეხუთე წერილია შენთან, შენ კი მხოლოდ ერთხელ მომწერე, არც ერთი სიტყვა შენს კეთილდღეობაზე და არ მოხვედი ჩემს სანახავად“ ეს წერილი ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება. ასევე დაგაინტერესებთ: 15 ძველი ნივთი, რომელთა დანიშნულება მხოლოდ რჩეულებმა იციან იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე? ენას კბილი დააჭირე ან რკინის ნიღაბი ჭორიკანების დასასჯელად შუა საუკუნეებში 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა 262 1-ს მოსწონს |