x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142347
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
განზრახვის ძალა (იგავი – "სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლის" შესახებ)

ეს იგავი, "სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს" ეხება და ის კიდევ, ადამიანის განზრახვის ძალაზეა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ის – კეთილი, თუ ბოროტი.


image


ერთმა სამურაიმ მეტად საშიში დამნაშავე დაიჭირა – ის ყაჩაღი და მკვლელი იყო... და ის სიკვდილის დასჯისთვის მოამზადა, რომელიც სოფლის ცენტრში უნდა გამართულიყო. ჩვეულებრივ, სიკვდილმისჯილი ტომრებით დაფარულ პლატფორმაზე ადიოდა და თავს საჭრელ ბლოკზე დებდა. ხოლო, მისი მოკვეთილი თავი, სპეციალურ, რიტუალურ ფილაზე ვარდებოდა.

და აი, აღსრულების დრო დადგა. მთელი სოფელი მოედანზე შეიკრიბა. დამნაშავემ შეწყალების თხოვნა დაიწყო. მაგრამ სამურაი, რომელმაც ის დაიჭირა, უდრეკელი იყო და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა. მაშინ მსჯავრდადებულმა წყევლა დაიწყო – იმუქრებოდა, რომ თუ თავს მოჰკვეთდნენ, სიკვდილის შემდეგ, მოჩვენებად იქცეოდა და მთელ სოფელზე შურს იძიებდა – მათ თავს უბედურებას დაატეხდა: პირუტყვს დაუხოცავდა, ბავშვებს დაასნეულებდა.

მაშინ, სამურაიმ დამნაშავეს უთხრა: "შენი წყევლის ძალას დავიჯერებ, თუ თავის მოკვეთის შემდეგ, რიტუალურ ფილას კბილებს ჩაავლებ". "დაე, იყოს ასე!" - უპასუხა სიკვდილმისჯილმა. დამნაშავეს თავი მოჰკვეთეს. ადგილობრივები კი, ნამდვილი საშინელების მოწმენი გახდნენ: როდესაც მისი თავი ფილაზე დაეცა, ის კბილებით მის კიდეს ჩამოეკიდა.

სოფელში უბედურების კასკადი დაიწყო: ხალხი ავადმყოფობდა, ერთ უბედურებას მეორე მოსდევდა. მაგრამ, სამურაი მშვიდად იყო და უბედურება მის სახლს არ ეკარებოდა... მაშინ, სოფლის მაცხოვრებლები მასთან ბრალდებებით მივიდნენ: "ჩვენს ყველა უბედურებაში, დამნაშავე შენ ხარ! ის დამნაშავე უნდა გაგეთავისუფლებინა! ახლა მისი სული, შურს ჩვენზე იძიებს!". რაზეც სამურაიმ უპასუხა: "ყველა უბედურებაში დამნაშავე, მხოლოდ თქვენი შიშია. ამ დამნაშავის სულმა, შურისძიება სიკვდილამდე დაივიწყა, რადგან მისი ცნობიერება მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ როგორმე კბილებით ფილას ჩასჭიდებოდა!".

ჩვენს განზრახვას შეიძლება უდიდესი ძალა ჰქონდეს. ეს იგავი კი – იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ბოროტი ზრახვების ნეიტრალიზება და მისი სხვა მიმართულებით მიბრუნება. მაგრამ, ეს იგავი იმასაც გვასწავლის, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი განზრახვა საკუთარი სურვილების შესასრულებლად გამოვიყენოთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები (ნაწილი II)

* "ჩვენ არასოდეს ვნებდებით" – ჩერჩილი კატას ესაუბრებოდა და მას მამაცობისკენ მოუწოდებდა

* უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0