x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
„ბერიას ვალუტის“ ისტორია
image
ბერია „ენკავედეს“ ხელმძღვანელად 1938 წლის მიწურულს დაინიშნა და საგარეო დაზვერვას განსაკუთრებული ყურადღებაც მიაქცია.
საზღვარგარეთ, არალეგალური აგენტურის შენახვა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მან აქაც მონახა გამოსავალი. ყალბი ვალუტის - გერმანული მარკების, იტალიური ლირებისა და ბრიტანული სტერლინგების ბეჭვდა ამოიღო მიზანში.
ამით ის ფინანსურად უზრუნველყოფდა საბჭოთა აგენტურულ ქსელს მსოფლიოში და მტრული ქვეყნების ეკონომიკაში შერეული ყალბი ფული კი, უდიდეს ზიანს აყენებდა მათ. ეს ხელს აძლევდა საბჭოეთს. ეს მაშინ არაეფექტურ საქმედ მოეჩვენათ განდობილებს. მაგრამ, ბერიამ თქვა:
“ეს საქმე უმაღლეს დონეზე უნდა ავიყვანოთ, შეიძლება ითქვას ხელოვნების რანგშიც კი და ისეთი მარკები, დოლარები, ლირები და სტერლინგები უნდა გავუშვათ ბრუნვაში, რომ მათი ნამდვილისგან გარჩევა შეუძლებელი იყოსო“. 6 თვის შემდეგ, ანუ 1939 წლის მაისში, უშიშროების განკარგულებაში იყო 600.000 მილიონი მარკა, 450.000.000 დოლარი, 50. 000.000.000 იტალიური ლირა და 1.500.000.000 სტერლინგი, რომლებიც წინასწარ დაგეგმილი სქემით ბერიამ მიმოქცევაში გაუშვა....
ისტორიულ ფაქტად რჩება ის, რომ პირველი ყალბი ვალუტა ბერიას შეკვეთით თბილისში დამზადდა. საიდუმლო საამქრო მდებარეობდა ქალაქის ცენტრში - რუსთაველის გამზირზე, ცნობილი „იმელის“ - მარქსიზმ - ლენინიზმის ინსტიტუტის უზარმაზარ ბუნკერში, რომელიც 1938 წელს აშენდა. ამ საქმეს ბერიამ სათავეში ჩაუყენა ცნობილი ქართველი მხატვარი და ფერმწერი - მოსე თოიძე. საიდუმლო საამქროში ჩასასვლელი, „იმელის“ შენობიდან ამოქოლილი იყო. იქ მომუშავეები საამქროში 650 მეტრიანი გვირაბის გავლით შედიოდნენ, რომელიც მთაწმინდაზე შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა და უშიშროების შენობიდან იყო გათხრილი.
თბილისში ეს საამქრო 1940 წლის მაისამდე ფუნქციონირებდა და ყალბი ვალუტა დანიშნულების ადგილზე საქართველოს დედაქალაქიდან იგზავნებოდა. 1940 წლის ივნისში კი, საამქრო - მოსკოვში გადაიტანეს და „ლუბიანკაზე“, საბჭოთა უშიშროების შტაბ ბინის, მინუს მე - 8 სართულზე მოაწყეს. „ბერიას ვალუტის“კუპიურები ვერცერთ ქვეყანაში ვერ გაშიფრეს. ის განსაკუთრებულ უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე იყო შესრულებული და თავის ფუნქციას 100 პროცენტით ასრულებდა.
ამგვარად, რამდენიმე ათეული მილიარდის ღირებულების ყალბი უცხოური ვალუტა წარმატებით ბრუნავდა მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა რომ საბჭოთა დაზვერვის ყველაზე ძლიერი სტრუქტურა მათი მეშვეობით გამართულად ფუნქციონირებდა, ამავდროულად ყალბი ვალუტით ხორციელდებოდა - ოქროს, პლატინისა და ძვირფასი ქვების შესყიდვა. ეს სიმდიდრე საბჭოეთში ჩამოქონდათ და ბანკის საცავებში ინახებოდა....
ყალბი ვალუტის ბეჭდვა და მსგავსი სავალუტო ოპერაციები, რა თქმა უნდა საერთაშორისო დანაშაულია და მაშინაც ასე იყო, თუმცა, ბერია ამ მეთოდს მტრების წინააღმდეგ იყენებდა და ეს უკვე დანაშაულად აღარ ითვლებოდა.
1954 წელს კი, ხრუშჩოვის უდიდესი ძალისხმევით ინგლისმა შეიტყო „ბერიას ვალუტის“ ისტორია და საერთაშორისო სკანდალიც ატყდა. ინგლისის შესაბამისმა უწყებამ, საკუთარი ვალუტის უსაფრთხოება გააძლიერა და კუპიურებს დამცავი ნიშნები დაუმატა. ხრუშჩოვმა თავისი „აღიარებით“, ვერაფერი მოიგო და ამით მხოლოდ ქვეყნის რეპუტაციას მიაყენა ზიანი. „ბერიას ვალუტის“ ეპიზოდი ალენ დალასს თავის მემუარებში აქვს ნახსენები, სადაც ის ბერიას ამ ნაბიჯს მტერთან ბრძოლის საქმეში გენიალურ მიგნებად მიიჩნევს....
1
272
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
272
  
მაგარი კაცი იყო ლავრენტი პავლოვიჩი.
0 1 1