x
მეტი
  • 18.06.2025
  • სტატია:142828
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515233
უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

ამ სამყაროში ყოველთვის იყო, არის და იქნება საგნები და მოვლენები, რომელთა არსებობის შესახებ, შესაძლოა, წარმოდგენაც არ გქონდეთ. აქ სწორედ, საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომლიც, შესაძლოა, თქვენთვის ცნობილი არ იყოს.


მსოფლიო ოკეანეში, დაახლოებით, 200-ჯერ უფრო მეტო ოქროა, ვიდრე ადამიანების მიერ მოპოვებული, მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.


ესკიმოსები, რეგიონებში სადაც ელ.ენერგია არის, მაცივარს პროდუქტების გაყინვისგან დასაცავად იყენებენ.


ადამიანს, რომელსაც ფინჯანი უჭირავს, ცხელი სასმელით, ირგვლივმყოფები უფრო «თბილები» და კეთილგანწყობილები ეჩვენება.


1916 წელს, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა უილიამ კოლტჰარპმა 40 ტონიანი შენობა ფოსტით გაგზავნა, აშშ-ში შენობების ფოსტით გაგზავნა აიკრძალა.


image


1997 წ. ქ. კულიაკანში (მექსიკა) ბაყაყების წვიმა მოვიდა.


ჩვენ ძილის დროს, სუნს ვერ ვგრძნობთ.


უკანასკნელ დრომდე, ყველაზე ძლიერ არსებად დედამიწაზე, ხოჭო-ჰერკულესი ითვლებოდა. მაგრამ, როგორც ლაბორატორიული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, მასზე ძლიერი, ზომისა და ძალის თანაფარდობის გავითვალისწინებთ, ხოჭო ფუნდურა იგივე ფუნაგორიაა (ლათ. Geotrupidae). ამ სახეობის ხოჭოს, თავის წონასთან შედარებით, 1141-ჯერ უფრო მძიმე ტვირთის გათრევა შეუძლია. ეს იგივეა, რომ ადამიანმა 82 ტ. მასის მქონე ტვირთის გადაადგილება მოახერხოს.


პოლარული დათვები ნადავლის მხოლოდ ტყავს და ცხიმს ჭამენ. ხოლო, ხორცს ბელებს და ლეშიჭამია ცხოველებს და ფრინველებს უტოვებენ. აი ასეთი მზრუნველი მტაცებლები არიან.


image


ლომების მომთვინიერებლები, ცხოველების წვრთნის პროცესში, ხშირად იყენებენ სკამებს, რადგან ამ ცხოველებს მხოლოდ ერთ მიზანზე შეუძლიათ ფოკუსირება, რომელსაც შემდეგ თავს ესხმიან. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მათკენ, ერთდროულად მოძრავ, სკამის 4 ფეხს ხედავენ, იბნევიან და უკან იხევენ.


საშლელის გამოგონებამდე, ფანქრის და მელნის კვალს ფურცლიდან პურის ნაჭრით შლიდნენ.


ჩვენი ტვინი ძილის დროს უფრო აქტიურია, ვიდრე მაშინ, როდესაც ტელევიზორს ვუყურებთ.


იაპონური ცრურწმენის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქოლგა დიდი ხნის მანძილზე უფუნქციოდ იქნება, ის ცალთვალა და ცალფეხა, მოხტუნავე ბოროტ სულად – კასა-ობაკად (გაცოცხლებულ ქოლგა) გადაიქცევა.


მსოფლიოში პირველი თვითმომსახურების რესტორანი ნიუ-იორკში გაიხსნა. მასში შესვლა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ და კლიენტები ფეხზე იდგნენ.


image


კოლიბრებმა სიარული არ იციან. მაგრამ, მხოლოდ მაღ შეუძლიათ ზურგის მიმართულებით ფრენა.


ნიუ-ჰემფშერის შტატში (აშშ), არაკომერციული ავტომობილების ნომრებზე ამ შტატის დევიზი – «იცხოვრე თავისუფლად, ან მოკვდი» აწერია. ხოლო, ამ ნომრებს, იმავე შტატის ციხეში, პატიმრები ამზადებენ.


საფრანგეთში აკრძალულია თოჯინას გაყიდვა, თუ მას ადამიანის სახე არ ექნება.


კამათლების საპირისპირო მხარეებზე არსებული ციფრების ჯამი 7-ის ტოლია.


კანადა — იროკეზული (ჩრდ. ამერიკის ჩრდილოეთში მცხოვრები ინდიელები) სიტყვაა და «დიდ სოფელს» ნიშნავს.


image


დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან, მხოლოდ კოალას და ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდები.


დღეისთვის, ზვიგენის 450 სახეობამდე არის ცნობილი. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წელია. მაგრამ, ქიცვიან ზვიგენს 100 წლამდე შეუძლია იცოცხლოს.


დადგენილია, რომ კოღოებს უფრო მეტად ლურჯი ფერი იზიდავთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი.


რვაფეხას 3 გული აქვს. ერთი (მთავარი) სხეულში სისხლის მოძრაობას უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი 2 გული — სისხლით ლაყუჩებს ამარაგებს.


ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 7 მითი II მსოფლიო ომის შესახებ

* რატომ სძინავთ სპილოებს დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი, ვეფხვებს კი – 18?

* მკვდარი გამარჯვებული და სხვა საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ზაფხულის ოლიმპიადის შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0