საქართველო
"იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა... შიგნით მიდის მაგარი ღრღნა, მაგარი დაპირისპირება.."- რა ინფორმაციას ავრცელებს ალეკო ელისაშვილი
29 აპრილი, 9:20

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში "ოცნების" ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდში უთანხმოება სწორედ სანქციებით არის განპირობებული, რასაც მისივე თქმით, ღარიბაშვილიც შეეწირა. უცვლელად გთავაზობთ ნაწყვეტს ალეკო ელისაშვილის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადებიდან:
"ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, სანამ მისგან ხეირი აქვს. ეს სანქციები არის ჯოჯოხეთი. განსაკუთრებით მაგნიტსკის სია. შიგნით არის დაპირისპირება ამის გამო. ღარიბაშვილი ხვდებოდა, ღიად ჯუჯღუნებდა, როგორც ვიცი. იქაც იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა. ერთი პერიოდი მხარი რომ ასტკივდა ყველას ვარჯიშის დროს, ამის არ გვჯერა. შიგნით მიდის მაგარი ღრღნა, მაგარი დაპირისპირება." – განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში.