x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142347
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
ჩინეთმა ააფეთქა ახალი ბომბი, რომელიც ტროტილზე 15-ჯერ უფრო დამანგრეველია
ბომბი


ჩინეთში მკვლევარებმა წარმატებით გამოსცადეს წყალბადზე დაფუძნებული ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ტროტილზე 15-ჯერ უფრო დამანგრეველია და 1000°C-ზე მეტ ტემპერატურას აღწევს, თანაც ბირთვული საწვავის გამოყენების გარეშე.


მაგნიუმირებულ მყარ წყალბადზე დაფუძნებულმა მასალამ, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა, შექმნა ცეცხლოვანი ბურთი, რომელმაც ორ წამზე დიდხანს გაძლო - დაახლოებით 15-ჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე მისი ეკვივალენტი წონის ტროტილის აფეთქებამ.


სამხედრო მრეწველობაში ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალი არ არის. უფრო ხანგრძლივი, უფრო ცხელი ცეცხლოვანი ბურთი ნიშნავს აღჭურვის და თავდაცვის გაცილებით უფრო დიდ შესაძლებლობებს.



705 კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ტესტი აჩვენებს, თუ როგორ აფართოებს ახალი მასალების ქიმია ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძლებლობების საზღვრებს - და შლის ხაზს ტრადიციულ და ახალი თაობის იარაღის სისტემებს შორის.


თავდაპირველად ამ ინოვაციის სამოქალაქო მიზნებით გამოცდა იგეგმებოდა, თუმცა ცდების პროცესში მისი სამხედრო პოტენციალი გამოიკვეთა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ის საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა.


ბომბს უზარმაზარი დამანგრეველი ეფექტი აქვს, თუმცა ის არ გამოყოფს რადიაციას და ბირთვული აღჭურვილობისგან განსხვავებით არ უქმნის საფრთხეს მისი აფეთქების ეპიცენტრიდან ასობით და ათასობით კილომეტრის მანძილზე მცხოვრებ ადამიანებს.


იმის ფონზე, რომ ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ უამრავი კონვენცია არსებობს, სულ უფრო პოპულარული ხდება იდეა არაბირთვული დამანგრეველი საშუალებების შესახებ, რომელთაც მოქმედების ფართო რადიუსი შეიძლება გააჩნდეთ. ქვეყნები უამრავ ფულს ხარჯავენ ასეთი საშუალებების შესაქმნელად.


1
82
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
82
  
27 აპრილი, 18:10
დღეს მსოფლიოში გამოგონება ინოვაციების სამი მეოთხედი კომუნისტურ ჩინეთზე მოდის ინოვაციების ერთ მეოთხედს დანარჩენი მსოფლიო ქმნის, მაგ ერთ მეოთხედში დემოკრადიული დასავლეთიცცცც შედის, ც
ბევრჯერ იმოტომ გავიმეორე რომ დასავლეთი დღეს დღეობით მხოლოდ ც გადხდა, მომავალში ეს ჩ კიდევ უფრო დაპატარავდება. ეს ზოგიერთებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს. ხო კიდე ისა კომუნისტური ჩინეთი ისე სწრაფად ვითარდება რომ ერთი კვირის წინანდელი ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს ძალიან ძველად. ჩუთლაშვილო იმაზე არ გინდა დაწერო სტატია
როგორ გამოიყვანა ათ წელიწადში კომუნისტურმა ჩინეთმა 480 მილიონი ადამიანი სიღარობის ზღვარიდან. დასავლეთში და მედასავლეტეებს მაგაზე ლაპარაკი არ გიყვართ, იმიტომ რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ გაჯობათ.
0 1 1