რელიგია ყველაზე შოკისმომგვრელი საეკლესიო რიტუალი: როგორ უმოწმებდნენ რომის პაპს სქესს? 27 აპრილი, 17:10 
ყველაზე უჩვეულო და ერთი შეხედვით, საკმაოდ არაკომფორტულ სავარძელად ისტორიაში "sedes stercoraria" ითვლება. ამ იდუმალებით მოცულმა სკამმა უნიკალური როლი შეასრულა ვატიკანის საეკლესიო ისტორიაში. ლეგენდის თანახმად, ახლად არჩეულ პაპებს მათ მამაკაცურობაში დასარწმუნებლად და სასქესო ორგანოების შესამოწმებლად სწორედ "sedes stercoraria"- ზე სვამდნენ, წერს "Big Think"-ი.
ამ თავისებური რიტუალის სათავეები პაპ იოანას საკამათო ფიგურამდე აღწევს. ლეგენდის თანახმად, მომავალ ტრანსადამიანსა და დიდ მეცნიერს, პონტიფიკატობამდე ასვლა შეეძლო. ის ორი წლის განმავლობაში პაპად ისე მსახურობდა, რომ მის სქესში ეჭვი არავის შეჰპარვია, სანამ წმინდა პეტრეს ტაძრიდან დაწყებული წმინდა იოანე ლატერანის მონასტრამდე მიმდინარე საზეიმო მსვლელობისას მოულოდნელად არ გარდაიცვალა.
ლეგენდის თანახმად, მას მშობიარობა დაეწყო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ეს ისტორია დღემდე საიდუმლოებით მოცულია, ვინაიდან ისტორიკოსები კონსესუსს ვერ აღწევენ მისი დაბადების თარიღთან, დაბადების ადგილთან და მისი მოღვაწეობის ზუსტ პერიოდთან დაკავშირებით, მეტიც, უთანხმოება საუკუნესთან დაკავშირებითაც კი არსებობს, რომელშიც შესაძლოა მას ეცხოვრა: ზოგი მის არსებობას მეთერთმეტე საუკუნეს მიაწერს, ზოგიც კი - მეცხრეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდის ჭეშმარიტება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, პაპ იონას შესაძლო არსებობის იდეამ, როგორც ჩანს, ეკლესიაში იმხელა შიში ჩანერგა, რომ მას სამარცხვინო სკამის შექმნაც კი აიძულა. ახლად არჩეულ პაპს აუდიტორიის წინაშე წელამდე გაშიშვლება და სავარძელზე დაჯდომა მოეთხოვებოდა, რათა ექიმს მისი სასქესო ორგანოები შეემოწმებინა, თუ ისტორიკოსს ფერნან ლერუას დავუჯერებთ, ინტიმური დათვალიერების შემდეგ, ექიმი გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: "Duos habet et bene pendentes!", რაც ითარგმნება "მას აქვს ორი (სათესლე ჯირკვალი) და ისინი კარგად ჰკიდია!".
თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ეს მითი, რაც არ უნდა საინტერესოდ ჟღერდეს, მაინც მითია. როგორც ჩანს, ეს უჩვეულო ამბავი, უფრო ისტორიკოსების ფანტაზიის ნაყოფია, რომლებიც მკაცრი ვატიკანისთვის მხიარული ნოტის შემატებას ცდილობდნენ. სინამდვილეში, არსებობს ვარაუდი თუ რატომ გაქრა ისტორიები "sedes stercoraria-"ას შესახებ.
ერთ-ერთი თეორიის მტკიცებით, მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისის ზოგიერთი მწერალი არ გამორიცხავდა რომ რიტუალი საეკლესიო ცხოვრებიდან იმ მრავალრიცხოვანი "ბასტარდების" (ნაბიჭვრების) გამო გაქრა, რომლებიც სამყაროს ბოლო პერიოდის პაპების დროს მოევლინნენ. ფაქტი ერთია, ეს საკმაოდ უცნაური რიტუალი რომის პაპმა ლეო X (ერისკაცობაში ჯოვანი დი ლორენცო დე' მედიჩმა) 1513 წელს ოფიციალურად აკრძალა.
P.S. ახლა კი გთავაზობთ ფრაგმენტს ცნობილი სერიალიდან "ბორჯიების ოჯახი", სადაც სწორედ ზემოაღნიშნული პროცედურა დეტალურად არის აღბეჭდილი.
|